თამთა სანიკიძე „იმედში“ გადასვლას არ აპირებდა, რომ არა რამდენიმე ხნის წინათ მომხდარი ინციდენტი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ . „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „მეორე არხის“ პროგრამების დირექტორი დოდო შონავა გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს, კაბინეტში შევარდნია: თუ ჩემს შვილს ვასილ ივანოვ ჩიქოვანს უმუშევარს დატოვებ, იცოდე, შენს თავს დავაჭერინებო! დირექტორის კაბინეტიდან კარგა ხნის განმავლობაში გამოდიოდა აურზაური და წივილ-კივილი. ამ ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის 8-იანი „მოამბის“ წაყვანა შეუთავაზებიათ, რაზეც თამთა სანიკიძეს ერთი ამბავი აუტეხავს,- მაგ გაბურძგნილ ბიჭთან ერთად საინფორმაციოს წამყვანი არ ვიქნებიო და „იმედზე“ გადასვლა გადაუწყვეტია. გენერალურ დირექტორს დოდო შონავას მუქარების ისე შეშინებია, ვასილ ივანოვ- ჩიქოვანისთვის „პირველ არხზე“ ანალიტიკური თოქ შოუს მომზადება დაუვალებია“- წერს გამოცემა.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დოდო შონავას დაუკავშირდა. შონავამ გიორგი ბარათაშვილთან მომხდარი დაპირისპირება კატეგორიულად უარყო.
„აბსოლუტური ცილისწამებაა. ე.ი შევედი გიორგი ბარათაშვილთან და ვუთხარი, შენ ჩემს შვილს უმუშევრად თუ დატოვებ , დაგაჭერინებ. ჯერ ერთი დაგაჭერინებ რა სიტყვაა? ეს ჟურნალისტის საკადრისი სიტყვაა? როგორ ფიქრობთ ახლა? მე როგორ შემიძლია გენერალურ დირექტორთან ასე ფეხით შევაღო კარი და ასეთი რაღაც? მე სუბორდინაციას ვიცავ, გაიგეთ? და მეორე ჩემს შვილს არასოდეს დასჭირვებია მხარდაჭერა სადმე მოსაწყობად. ყველგან კონკურსით მივიდა. თქვენი წყაროს ფსიქიკური მდგომარეობა არის შესამოწმებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ უხერხულობაში გაგხვევთ“- განუცხადა დოდო შონავამ „ქრონიკა+“
წყარო“ ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






