"საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო" - "ქრონიკა +" ნეპოტიზმის შესახებ წერს
საზოგადოება - 12:32, 08 Sep, 2015     2311
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე გაზეთი „ქრონიკა+“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო“. გამოცემის ინფორმაციით საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეპოტიზმი მრავალი შემთხვევაა.

"გიორგი ბარათაშვილის მეუღლე _ ანი ნადირაძე, „პირველი არხის“ დილისა და შუადღის გადაცემების პროდიუსერია; გიორგი ბარათაშვილის ცოლისძმა _ მიშა ნადირაძე, „პირველი არხის“ ტექნიკური პროდიუსერია; გიორგი ბარათაშვილის და _ ქეთევან ბარათაშვილი, ამავე არხის პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომელია; გიორგი ბარათაშვილის დისშვილი _ სალომე სონიშვილი-კურტანიძე ჟურნალისტია; გიორგი ბარათაშვილის სიძე, დისქმარი _ კახა სონიშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილეა ფინანსურ დარგში; გიორგი ბარათაშვილის შვილი _ ნუცა ბარათაშვილი, ჟურნალისტია; გიორგი ბარათაშვილის დეიდაშვილი _ გვარად პატიაშვილი, ტექნიკური თანამშრომელია; გიორგი ბარათაშვილის ცოლის, ანი ნადირაძის მეგობრის, ანა ჩიკვილაძის ქმარი, ბესო მაბანაშვილი, ტექნიკური დეპარტამენტის უფროსია (ტექნიკური განათლება არ აქვს).

გიორგი ბარათაშვილი: „კი ბატონო, ჩემი მეუღლე, ანი ნადირაძე მუშაობს 2009 წლიდან, მერე 2013 წლის 1-ლი იანვრიდან თვითონ წავიდა სამსახურიდან და მეორედ რომ გადამაყენა მე ბორდმა, 2013 წლის ოქტომბერშია სამსახურში აღდგენილი. ანის აქვს ძალიან დიდი ჟურნალისტური ბეგრაუნდი, შესაბამისად, მუშაობს, გიდასტურებთ. ცოლისძმა, მიშა ნადირაძე, კი ბატონო, გიდასტურებთ, მუშაობს, მაგრამ რაც შეეხება მიშა ნადირაძეს, 2009 წლის 9 ივლისიდან მუშაობს ტელევიზიაში. ჩემს დაზე ქეთევანზე ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ, რომ არც ერთი დღე არ უმუშავია ჩემთან ტელევიზიაში. სალომე სონიშვილი-კურტანიძე, რომელიც ასევე 2009 წლის 11 მაისიდან მუშაობს ტელევიზიაში. კახა სონიშვილთან ცოტა ისეთი რამეა, კახა კი ბატონო, არის, ოღონდ მათ აქ გაიცნეს ერთმანეთი და მოიყვანა ცოლად ერთი წლის წინ. კახა მუშაობს 2013 წლიდან. ასე მოხდა და რა ვუყოთ... რაც შეეხება ჩემს შვილს, ნუცას, არც ერთი დღე არ უმუშავია. რაც შეეხება დეიდაშვილს, გვარად პატიაშვილს, ასეთი ჩვენთან არ მუშაობს და საერთოდ, დეიდაც არ მყავს. მე და ბესო მაბანაშვილი დიდი ხნის მეგობრები ვართ და ჩვენი მეუღლეებიც მეგობრობენ, ესეც თუ პრობლემა იყო, არ ვიცოდი. ისიც იცოდეთ, რომ მაბანაშვილი 2011 წლიდან მუშაობს ტელევიზიაში ანუ არც ერთი ადამიანი, ვინც აქ მუშაობს, ჩემ მიერ სამსახურში დანიშნული და აყვანილი არ არის. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მე წავიდე სამსახურიდან, რადგან არც ერთი ამ ადამიანის დანაშაული არ არის ის, რომ მე დავინიშნე დირექტორად. ეს ადამიანები, ყველა ძალიან დიდი ხანია, ამ პროფესიაში მუშაობს. ჩემი დირექტორობის პერიოდში, არც ერთი ჩემი ახლობელი სამსახურში არ მიმიღია, რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ანას არ აქვს უფლება იმუშაოს არც ერთ სხვა მაუწყებელში, კანონში არ წერია, უბრალოდ, რომ არ შეუძლია იმუშაოს, ერთადერთი, სადაც შეუძლია იმუშაოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ ის ჟურნალისტია, 20 წლის განმავლობაში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ტელევიზიაში, ადამიანმა საერთოდ პროფესია უნდა დაკარგოს, რადგან მე დირექტორი გავხდი? ამის შესაბამისად, ერთი რამე მინდა გითხრათ, კი ბატონო, ეს ხალხი მუშაობს, მაგრამ რა ვქნა, მე ამ ტელევიზიაში ერთი არ დავიბადე, თორემ აქ ვარ გაზრდილი. ბევრი ადამიანი ჩემი ახლობელი, მეგობარი ამ პროფესიაში მუშაობს. მე რომ დავინიშნე დირექტორად, ამ ადამიანების ბრალი არ არის და მაშინ ერთადერთი გამოსავალია, მე უნდა წავიდე. ასეთი დილემა დგას, კი ბატონო, მაგრამ ხომ გეუბნებით, მე არცერთი ადამიანი სამსახურში არ მიმიღია ჩემი ხელმოწერით", - წერს გაზეთი "ქრონიკა +"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42