ლიტერატურული პრემია "საბა"-ს 2015 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
კულტურა - 10:25, 08 Sep, 2015     1891
7 სექტემბერს ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ :

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებული გიორგი წიკლაური გახდა თარგმანით - პიტერ აკროიდის „ლონდონი" (გამომცემლობა „აზრი");

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - მალხაზ ხარბედია, „ტექსტი და სიმართლე" (გამომცემლობა „აზრი");

საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო თარგმანი - ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (გამომცემლობა „დიოგენე");

ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო პიესა - ჟიურის გადაწყვეტილებით, პიესის ნომინაციაში 2015 წელს, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ გაიცა. მათივე გადაწყვეტილებით, ჯილდო, რომელიც განსაზღვრული იყო პიესის ნომინაციისთვის, არ გაუქმდა და ერთ-ერთ ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა.

საუკეთესო პროზაული კრებული - გოგი ჩაგელიშვილი, „მხატვარი" (გამომცემლობა „ინტელექტი");

საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია, „შიზოგადოება" (გამომცემლობა „ინტელექტი");

საუკეთესო რომანი - აბო იაშაღაშვილი, „როიალ-მერი" (გამომცემლობა „დიოგენე");

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - ქრისტიანე ლიხტენფელდი - ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისთვის;

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბესიკ ხარანაული;

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42