„პოზიცია”არასამთავრობოების ფორუმზე საქართველოს მოლდავეთში წარადგენს
საზოგადოება - 19:12, 07 Sep, 2015     828

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციის“ ლიდერები, კიევში ახლახან განხორციელებულ პროექტში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, 13-დან 19 სექტემბრის ჩათვლით, მოლდავეთში არიან მიწვეული.

პროექტი ამჯერადაც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ არის დაფინანსებული. მასპინძელ ორგანიზაციას წარმოადგენს საერთაშორისო მოხალისეობრივი მშვიდობის ხელშემწყობი ორგანიზაცია AVI – Moldova. პროექტის ორგანიზატორები არიან SCI Germany, AVI Moldova, ArmActive Armenia, SVIT Ukraine.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის ასპექტებზე, კულტურათაშორისი ცოდნის გაზიარებასა და არაძალადობრივი კომუნიკაციების უნარების გაღრმავებას.

პროექტის მიზნებს წარომადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ჩართული ახალგაზრდების პლატფორმის შექმნა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად კონფლიქტების კულტურული ასპექტების შესახებ; მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლების პარტნიორული ქსელების განვითარება, ახალი თაობისთვის კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების სურვილის აღძვრა, ინტერკულტურული კომპეტენციების გაუმჯობესება, არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარის განვითარება, ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების შეცვლა ,,განსხვავებულობისადმი,” სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტიზის გაზრდა სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარებაზე.

პროექტის მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან შემდეგ ფაზაზეც – Open Space-ზე ერთმანეთისთვის შეძენილი გამოცდილებების გასაზიარებლად და ადგილობრივ თემებში შემდგომი აქტივობების დასაგეგმავად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვაში და განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტების თემაზე, უცხოელ კოლეგებს კი იმ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდგომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მიიღო.

როგორც „პოზიციაში“ აცხადებენ, მოლდოვაში, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც ისევეა დარღვეული, როგორც საქართველოსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტების თემაზე დებატების გამართვა და აზრების გაზიარება, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა უკრაინის დედაქალაქში აგვისტოს ბოლოს გამართული ერთკვირიანი შეხვედრებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42