ღვთისმშობლის შესამოსელი ქალაქს არ დატოვებს- ზუგდიდელები (ვიდეო)
საზოგადოება - 17:15, 07 Sep, 2015     2201


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივით, ზუგდიდიდან ღვთისმშობლის შესამოსელის ერთი დღით გატანასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. მას მრევლი, საზოგადოება „ზუგდიდიდელის“ წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. მეუფესთან შეხვედრა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შედგა.

მეუფე გერასიმემ შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ საქართველოს პატრიარქთან აპირებს შეხვედრას და აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ისინი სიწმინდის ერთი დღით ხობის ტაძარში დასვენებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ღვთისმშობლის შესამოსელის გატანის წინააღმდეგია, რადგან ,მათი თქმით, მსგავსი პრეცედენტი დაუშვებელია.

სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი სიწმინდის ქალაქიდან გატანის სურვილში გარკვეულ ჯგუფის ინტერესებს ხედავს, რომელსაც ზუგდიდიდან სიწმინდის სამუდამოდ წაღების სურვილი ამოძრავებს. შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ზუგდიდელების ნაწილი მუზეუმის წინ კარვების გაშლას და სიწმინდის დაცვას შეეცდება.

მეუფე გერასიმეს თქმით, მას იმედი აქვს, რომ პატრიარქი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ღვთისმშობლის შესამოსელი სამუდამოდ ზუგდიდში დარჩება, როგორც ამის შესახებ მან 2007 წელს თავად ბრძანა.
შეხვედრაზე ხელმოწერების შეგროვება და აღნიშნული პოზიციის კულტურის სამინისტროსთვის უფიციალურად გაცნობა გადაწყდა.

მეუფე გერასიმე შეხვედრის დასრულებისთანავე ქობულეთში პატრიარქთან შესახვედრად გაემგზავრა.

21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის შესამოსელის ერთი დღით გატანა და ხობის ხარების დედათა მონასტერში დაბრძანება სურთ. შესაბამისი ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა. თუმცა, არსებობს კულტურის სამინისტროს მეორე წერილი, სადაც უწყება საპატრიარქოს ღვთისმშობლის შესამოსელის გატანასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას სთხოვს.


წყარო radioatinati.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42