ადამიანები, რომლებიც სოციალური სიდუხჭირის გამო, ჩვენი მეზობლები ხდებიან, ოღონდ ქუჩაში, ქართული მწარე რეალობის ნაწილი არიან. ჩვენ მათ ვეჩვევით, სახეები ნაცნობები ხდება, მათ დანახვაზე ნელ-ნელა მგრძნობელობას ვკარგავთ და სულ ბოლოს, კარგად გაკრეჭილ გაზონს ემსაგვსებიან. ისინი ქუჩის ატრიბუტები ხდებიან და ზოგჯერ მათდამი გამოჩენილი სიკეთე, ნაგვის ურნაში ჩაგდებულ ნარჩენს ჰგავს. თუმცა, ეს რეალობის ცივი და გაყინული სახეა. სინამდვილეში, ამ ყველაფრის მიღმა მგრძნობიარე ადამიანები დგანან, ან სულაც, საქმე კრიმინალთან გვაქვს.
ვერა, 26 წლის:
„დიდი ხანია აქ ვმუშაობ. ჩემი შვილის ამბავი იცით? პირველი ქმარი დაღუპული მყავდა. მეორედ რომ გავთხოვდი, ჩემი შვილი 2 წლისა იყო. შემდეგ რა დაემართა არ ვიცი. ჩემი შვილი გააუპატიურა, მაშინ 3 წლის იყო. ამ ფაქტზე დაიჭირეს. მერე კი საგიჟეთში გადააგზავნეს. თავიდან ქმარს ვერაფერს ვამჩნევდი, კარგად იქცეოდა. მერე რა დაემართა არ ვიცი. როგორც მერე დაადგინეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და იმიტომ მოიქცა ასეო. ახლა ჩემი შვილი სოციალურ აგენტს ჰყავს და მისი ნახვის უფლებასაც არ მაძლევენ. ვიბრძვი, რომ ბავშვი როგორმე დავიბრუნო. რაღა სხვამ წაიყვანოს ჩემი შვილი, ჩემთან უნდა იყოს. ეგრე მითხრეს, დედობის უფლება უნდა ჩამოგართვათ და გავაშვილოთო. მე ვუთხარი ბოზი ვარ თუ რა, მიზეზი რა გაქვთ მეთქი, მითხრეს შენს ქმარს ხელი დააფარეო“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვს.
წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






