ნარმანია, ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის გამართულ სემინარს დაესწრო
საზოგადოება - 12:57, 06 Sep, 2015     1150

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ თემურ თორდინავასთან ერთად, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის გამართულ ერთდღიან სემინარს დაესწრო.

ღონისძიებაზე დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფრომაცია მიაწოდა. საუბარი ბაგა-ბაღებში კვებისა და ჰიგიენის სტანდარტებს, ბავშვთა უფლებების დაცვას და სასკოლო მზაობის პროგრამას შეეხო, რომელსაც განათლების სამინისტრო მომდევნო სასწავლო წლიდან განახორციელებს.

თბილისის მერის განცხადებით, 2015 წელს ბაგა-ბაღების პედაგოგების სოციალური დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ: 2015 წლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბაგა-ბაღების თანამშრომელთათვის უფასო გახდა. ამასთანავე, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულები 6 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ, გარდა ამისა წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც, კერძოდ, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის სისტემები, 70-ზე მეტ ბაღში დამონტაჟდა და აღდგა დანგრეული ღობეები, ასევე, გამოცხადდა ტენდერი და 30-ზე მეტი ბაგა-ბაღის ეზო ატრაქციონებით აღიჭურვება. 2015-2016 სააღმზრდელო წლის განმავლობაში რამდენიმე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაც დასრულდება.

„ბაღებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა, დამატებით გარემონტდა ოთხები და 3 000-ზე მეტი ბავშვის მიღება შევძელით, ბაღების ტერიტორიაზე ბავშვებთნ ერთად დავრგეთ ხეები, მოხდა ბაღების ტერიტორიის შემოღობვა, შიდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები კი ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მოწესრიგებულები ვხვდებით. მომდევნო წელს უფრო მეტი ამოცანის შესრულება გვაქვს დაგეგმილი. მინიმუმ 10 ახალი ბაღის მშენებლობის დავალება იქნა გაცემული ჩემი მხრიდან, ასევე დამატებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან და პედაგოგების გადამზადებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უმთავრესი ამოცანები, რომელზეც ჩვენ მომავალ წელს ვიმუშავებთ“,- განაცხდა დავით ნარმანიამ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ თემურ თორდინავას განცხადებით, დაგეგმილია აღმზრდელებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

„დღევანდელი დღე კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯები. აღნიშნული მიმართულებით ეს პროცესები გაგრძელდება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს აღმზრდელებისა და ზოგადად პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. არ ვსაუბრობ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ბაღებში და დღესაც მიმდინარეობს, რათა აღსაზრდელებისთვის ბაგა-ბაღის გარემო ერთის მხრივ გახდეს უსაფრთხო და კომფორტული და მეორეს მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებით აღსაზრდელებმა მიიღონ ბევრად უფრო კარგი და ხარისხიანი სერვისი“,- განაცხადა თემურ თორდინავამ.

ბაგა-ბაღებში 2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 14 სექტემბრიდან განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42