კურორტ ბახმაროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
საზოგადოება - 22:15, 04 Sep, 2015     2407
დღეს დილიდან კურორტ ბახმაროს დამსვენებლებს შუქის მიწოდება შეუწყდათ. ენერგო პრო ჯორჯიამ დავალიანების გამო, ელექტროენერგია მომავალ სეზონამდე გამორთო. ამ წუთებში ელექტროენერგია კურორტზე არსებულ ერთადერთ სასტუმროს მიეწოდება. როგორც ჩოხატაურის გამგებელი, ირაკლი კუჭავა "გურიის მოამბესთან" საუბარში აცხადებს, ორი კვირის წინ დავალიანების გამო გამორთული ელექტროენერგია, დამსვენებლების პროტესტისა და ენერგო-პრო ჯორჯიასთან წარმოებული მოლაპარაკებების გამო, დამსვენებლებს მალევე ჩაერთოთ, თუმცა ამჯერად ისინი ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებენ: "ორი კვირის განმავლობაში კბილებით შევინარჩუნეთ შუქი ბახმაროში, თუმცა ვერ მოხერხდა დავალიანების დაფარვა და ენერგო პრო ჯორჯიამ დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება". შეგახსენებთ, რომ კურორტის დამსვენებლებს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე დღის წინაც შეუწყდა, თუმცა დამსვენებლების მიერ გამოხატული პროტესტის შემდეგ, მათთვის შუქის მიწოდება საღამოს საათებში მოხერხდა. ამჟჯერად კი, როგორც ჩვენთან საუბარში ჩოხატაურის გამგებელი აცხადებს, შუქის ჩართვა ვერ მოხერხდება და კურორტზე დღემდე მყოფ დამსვენებლებს მოუწევთ არსებულ სიტუაციასთან შეგუება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42