ვახტანგ აბაშიძის თქმით, 29 ივლისს რომდესაც ,,იმედმა" კომისიაში ავტორიზაცია გაიარა და სამაუწყებლო ბადე წარადგინა მასში თოქ-შოუები ,,რეაქცია" და ,,იმედის კვირა" ფიგურირებდა.
მისი თქმით, თოქ-შოუების დახურვის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირემებლმა კომისიამ ტელეკომპანია ,,იმედს" გაუგზავნა წერილი და შეახსენა ლიცენზია, სადაც ავტორიაზაციის მიხედვით არხი ვალდებულია ბადეში პოლიტიკური თოქ-შოუები ჰქონდეთ, თუმცა როგორც აბაშიძე ამბობს, ,,იმედის" ხემძღვანელობასთან, ვერ მოისმინა ის მიზეზები თუ რატომ გახდა აუცილებელი თოქ-შოუების დახურვა.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკშოუების დახურვაზე კომენტარს აკეთებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, კახა ბექაური.
მისი თქმით, კომისიამ „იმედს“ შეახსენა, რომ "ავტორიზაციის მოთხოვნიდან გამომდინარე, ევალებათ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკშოუ ჰქონდეთ“.
როგორც ბექაური განმარტავს, კანონი ტოკშოუს აღდგენის ვადას არ ადგენს, მაგრამ კომისიას მიაჩნია, რომ ეს გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს.
„კომისიამ „იმედის“ მენეჯმენტს შეკითხვები მისწერა და ვალდებულებაც შეახსენა“, - აცხადებს ბექაური.
მასალის გამოყენების პირობები






