ლანჩხუთის "გურიამ" გამგებლის არაკვალიფიციურობის გამო 200 ათასი ლარი დაკარგა - ვადაჭკორია
საზოგადოება - 15:15, 04 Sep, 2015     1313
საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის "გურიას" ლიცენზირების მენეჯერი, ეკა ვადაჭკორია, "გურიის მოამბესთან" საუბარში, სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

ვადაჭკორიას მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის არაკვალიფიციური მიდგომის გამო საფეხბურთო კლუბმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ 200 ათას ლარამდე იზარალა.

"გურიას" არა მხოლოდ 90 000 ლარის (50 ათასი სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობის, 40 ათასი, მოქმედი მწვრთნელებისათვის კონტრაქტის, ვადაზე ადრე, ერთპიროვნულად შეწყვეტის გამო-) ზარალი მიადგა, ლანჩხუთის გამგებლის საქმიანობის შედეგად, არამედ გაცილებით მეტი. სანქციებსა და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 100 ათასამდე ლარის გარდა, კლუბმა დაკარგა: 20 000 ლარის სანქცია არწარდგენილი დოკუმენტაციის გამო (50 000 ლარი ლიცენზიის მიუღებლობის იყო), ასევე 54 000 ლარი აღარ გამოეყოფა ჭაბუკთა ლიგას, რომელსაც უეფა აძლევდა ყოველწლიურად უმაღლესი ლიგის კლუბებს,ლიცენზირების არ გავლის გამო ეს თანხაც დაკარგულია.

ვადაჭკორის მტკიცებით, ლიცენზირებისათვის აუდიტის ასაყვანად ჯერ კიდევ მისი იქ მუშაობისას გამოცხადდა ტენდერი.

"ურუშაძე ვერაფრით დავითანხმეთ იმაზე, რომ ეროვნული ლიცენზიისთვის აგვეყვანა აუდიტი, რომელიც დაახლოებით 5000 დოლარის ექვივალენტი თანხა ჯდებოდა და კატეგორიულად მოითხოვა უეფამ ლიცენზიისათვის აუდიტის დასკვნა, და ჩვენი(ლიცენზირების მენეჯერის, შესყიდვების კოორდინატორის და ფინანსური მენეჯერის) წამოსვლის მერე ამ აუდიტისათვის საბუთების მიმწოდებელი კაციც აღარ დარჩა იქ", - ამბობს "გურიას" უოფილი ლიცენზირების მენეჯერი.

"ჩვენს შემდეგ მაგ ორგანიზაციაში არცერთი სალიცენზიო საბუთი არ გაკეთებულა, შესაბამისად არც არფერი მიუტანიათ ფედერაციაში. ახლა ვაშაკიძის იმედი აქვთ ლიცენზირებაზე, ეს ისეთი შრომატევადი და რთული საქმეა, არა მგონია ყოფილმა ფეხბურთელმა მას თავი გაართვას", - აცხადებს ვადაჭკორია.

ლანჩხუთის გამგებელი ვადაჭკორიას განცხადებებზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას ფინანსურ საკითხებთან არანაირი შეხება არა აქვს და ვადაჭკორიამ ტავისი განცხადებები უნდა დაასაბუთოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42