„უცნაური, და არაეთიკური პოზიცია, ჩემი გადაცემა არ დაიხურება“ - მიშველაძე ჯანიკაშვილს პასუხობს
საზოგადოება - 14:57, 04 Sep, 2015     3303
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველის - ბასა ჯანიკაშვილის მიერ დღეს "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, გადაცემა "პირველი სტუდიის" წამყვანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, ეკა მიშველაძემ „ნიუპოსტთან“ ლოგიკისგან მოკლებული უწოდა.

"ნიუპოსტი" მიშველაძეს შეხვედრის დასრულების შემდეგ ესაუბრა:

- ბასა ჯანიკაშვილიის თქმითმ, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკა მიშველაძესთან პოლიტიკოსზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, როგორ შეაფასებდით “საზმაუს“ პოზიციას?

- მე მოივისმინე ძალიან უცნაური პოზიცია, ეს იყო აბსურდული და არაარგუმენტირებული განცხადება. ასეთი რამ თუ წერია, რომელიმე ქცევის კოდექსში ეს ნიშნავს იმას, რომ მე მეკრძალება უშაუალოდ ჩემი ქმრის საქმიანობის გაშუქება, უდაოა, რომ ნებისმიერი პროფესიონალი ჟურნალისტი ასე არ მოიქცევა, თუმცა მე არ მეკრძალება იმ პარტიის საქმიანობის გაშუიქება რომელი პარტიის წევრიც არის ჩემი მეუღლე. ბასა ჯაიკაშვილმა ძალიან სასაცილო და არაეთიკური განცხადება გააჟღერა.

- გქონდათ თუ არა არხის ხელმძღვანელთან შეხვედრა და დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი გადაცემა დაიხურა?

- ამ დრომდე მე არავისთან არ გამიმართავს ოფციალური შეხვედრა. გადაცემის დახურვის შესახებ ჩემთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. არამგონია ჩემსა და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის კონტაქრი გაწყდეს, რადგან ეს არხი მთელი ამ წლების განმავლობაში ისეთი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა, რომ ასეთ უსუსურ არგუმენტზე მსგავს რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს. მე არც კი ვუშვებ, იმას რომ არხიდან გამომიშვან მით უფრო იმ ფიონზე თუ როგორი დაძაბულობაა სხვა მედიასაშუალებების გარშემო. მჯერა, რომ გჰადაცემა „პირველი სტუდია“ გაგრძელდება, მეტიც დღეს გახდა ცნობილი, რომ არხზე ახალი პოლიტიკური გადაცემა გავა.

- ცნობილია თუ არა ახალი გადაცემის სახელი ან წამყვანების ვინაობა?

- არა, ეს დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის.

- რას ემსახურება პოლიტიკური თოქ-შოუებოის დახურვა, „იმედმა“ რაექცია და „იმედის კვირა“ დახურა...

- ეს კერძო ტელეკომომოანიის გადაწყვეტილებაა, რომელზეც პირადად მე მაქვს ძალინ ბევრი კითხვა. ყველამ იცის რომ ინგა ძალიან კარგი ჟურნალისტია და მისი არხიდან გაშვება დიდი შეცდომაა. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ინგა გრიგოლიას ეჭვებში ეჭვი შევიტანო.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42