აქციაზე პარტიის წევრ ქალბატონებთან ერთად, ბავშვებიც არიან მობილიზებულები და ციცინათელას პიკეტირება მიმდინარეობს.
მონაწილეები, აკვაპარკში დაწესებულ მაღალ ფასებს აპროტესტებენ.
"ლეიბორისტული პარტიის" ადგილობრივი ლიდერის, დავით მამალაძის განცხადებით, ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლით უფრო იაფად მგზავრობენ, ვიდრე „ივანიშვილის ციცინთელაში ბავშვების სათამაშო მატარებლით მოგზაურობაა შესაძლებელი".
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატისა და "ლეიბორისტული პარტიის" ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და აქციის ორგანიზატორის, ნათია შარაშენიძის განცხადებით, ისინი მაღალი ფასების გასაპროტესტებლად არიან ადგილზე შეკრებილები.
"დისნეი ლენდში უფრო იაფია მომსახურება, ვიდრე ციცინათელაში. მოვუწოდებთ ივანიშვილს, ხელმისაწვდომი გახადოს ბავშვების გართობა, რადგან ვერ ახერხებენ ადგილობრივები შვილების აქ მოყვანას. ყოფილ პრემიერ მინისტრი ალბათ ფიქრობს, რომ მის აყვავებულ ქვეყანაში ხალხს იმდენი ფული აქვს, ბავშვების გართობის პრობლემა არ დგას, მაგრამ იქნებ გამოფხიზლდეს და გაიზაროს კარგად, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ" - აღნიშნა შარაშენიძემ.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






