ისინი საკარმიდამო ნაკვეთებისა და საყანე ფართობების სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ საფასურს-ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ლარს-აპროტესტებენ და თანხის 18 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.
სუფსის მაცხოვრებელმა, ალეკო ევგენიძემ თანასოფლელ მარინა გუჯაბიძესა და ზვიად სარალიძესთან ერთად, აღნიშნეს, რომ ქალბატონ მარინა გუჯაბიძის, კუთვნილ ფართობში, უნებართვოდ შეიჭრა სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანია, რის გამოც, სათიბი ფართობი მთლიანად გაუნადგურდა:
,,ორშაბათს, 31 აგვისტოს ჩვენთან შეხვედრაზე იმყოფებოდა გურიის გუბერნატორის მოადგილე ბატონი სოსო ერქომაიშვილი, რომლისგანაც ჩვენს მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე პასუხად მივიღეთ უარი. ამიტომ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით გადაწყდა ამ პრესკონფერენაციი სგამართვა" - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
,,17 აგვისტოს აქციის წინა დღეს ჩვენ კონფიდენციალური შეხვედრა გვქონდა ბატონ ზაზა ურუშაძესთან რომელსაც თან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძეც ახლდა. გამგებლის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ აქციაზე ტელევიზიები, განსაკუთრებით კი "რუსთავი2" არ ყოფილიყო. ჩვენ ეს მოთხოვნა ვერ შევუსრულეთ, რადგან შეტყობინება აქციასთან დაკავშირებით ყველასთვის დაგზავნილი გვქონდა უკვე. ეტყობა, ამან გააღიზიანა ურუშაძე და გაბრაზებულმა ვეღარ გააკონტროლა რას ამბობდა, როცა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაუგონარი ტყუილი იკადრა - ვითომდა ჩვენ ცრუ ინფორმაციას ვავრცელებთ ნატანებსა და ქობულეთში მოსახლეობისთვის გაცემულ თანხასთან დაკავშირებით. თითქოს მან მოიკვლია და დაადგინა, რომ ეს ტყუილი იყო. სუფსაში გამგებელს მატყუარას ეძახიან“ - განმარტა ალეკო ევგენიძემ.
მანვე მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს ,,მუნჯი“ უწოდა, საკრებულოს თავმჯდომარეს გოგი ხელაძეს, მშიშარა და გამგებელს კი სუფსის მოსახლეობის სახელით, მატყურა. მათივე განცხადებით, ისინი 4 სექტებრიდან დაიწყებენ ლანჩხუთის სოფლებში საინფორმაციო სახის შეხვედრებს, ხოლო 8 სექტემბერს კი ლანჩხუთის ცენტრში აქციას გამართავენ.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






