ირაკლი ლექვინაძე საგზაო უსაფრთხოების თემაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
საზოგადოება - 16:15, 03 Sep, 2015     1138
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საგზაო უსაფრთხოების თემაზე “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.

ევროკავშირის პროექტის - “ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირება” ფარგლებში ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართა. თბილისის მერის მოადგილე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების და ტრანსპორტის მიმართულებით მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სხვადასხვა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მერია აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ.

„დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. მერია აქტიურად ითანამშრომლებს ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე არიან ორიენტირებულნი. ჩვენ, ასევე მათთან ერთად ვგეგმავთ საგანმანათლებლო ხასიათის პროექტებში მონაწილეობას ინფრასტრუქტურის განვითარების კუთით", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონფერენციის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეების ინფორმირება იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეითები და მძღოლები ყოველდღიურად საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. კვლევის შედეგებით, თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42