საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:58, 03 Sep, 2015     1073
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე „ამბასადორიალი-2015“-ში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ფონდის სტრუქტურის, საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი კოვზანაძის თანახმად, საქართველოს ბიზნეს გარემოთი ინვესტორთა დასაინტერესებლად დიპლომატიური კორპუსის მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. „ელჩებს მივაწოდეთ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ფონდის პორტფელში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია,“ აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძემ თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის გარდაბნის შერეული ციკლის თბოსადგურის და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტებზე, რომელთა განხორციელება ძირეულად შეცვლის ქვეყნის ენერგოსექტორში არსებულ სიტუაციას და ეკონომიკაზე უდიდეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

გარდა ენერგეტიკული პროექტებისა, კოვზანაძემ ასევე ისაუბრა ტურიზმის, წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 5-ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომის“ და ე.წ. სენდვიჩ პანელების პროექტების შესახებ, რომლებიც საპარტნიორო ფონდმა 2015 წლის ზაფხულში წარმატებით დაასრულა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე გამოყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - Hyatt Regency -ის, ლურჯი მოცვის მოყვანა და გადამუშავებისა და 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამოქალაქო თვითმფრინავისკომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტები.

ამბასადორიალი „ქორთიარდ მარიოტში“ 2 სექტემბერს გაიხსნა და 4 სექტემბერს დაიხურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42