თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს გაიხსნება
საზოგადოება - 11:41, 03 Sep, 2015     1846
თბილისის ზოოპარკის დირექტორის განცხადებით თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით ზურაბ გურიელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

გურიელიძის თქმით, ზოოპარკში არსებული სამი იარუსიდან ყველაზე დაბალი ნაწილი სრულიად განადგურებულია და მის აღდგენას აზრი არ აქვს:

„აღსადგენი იყო ისეთი ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომელიც თვალით არ ჩანს. აღსადგენი იყო კანალიზაცია, გაზი დღემდე არ არის აღდგენილი, თუმცა ეს დამთვალიერებელს ხელს არ შეუშლის. საკმაოდ ბევრი ვოლიერი აღდგა, აღდგა პინგვინების ვოლიერიც, თუმცა დღეს მხოლოდ 4 პინგვინი დაგვრჩა. დაწყებულია ბეჰემოთის დროებითი ვოლიერის მშენებლობა. ზოოპარკი შეიძლება განვიხილოთ როგორც, 3-იარუსიანი პირველი, ყველაზე დაბალი იარუსი მთლიანად განაგდურებულია და მის აღდგენას აზრი არა აქვს. მის თავიდან აშენებას ჯობია, ის აშენდეს იქ, სადაც ამისთვის უკეთესი პირობები არსებობს“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზურაბ გურიელიძემ ახალი ზოოპარკის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მერიამ ზოოპარკის შემოღობისთვის 2 მილიონი ლარი უკვე გამოყო, თუმცა უშუალოდ მშენებლობის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა და არც საბოლოო პროექტი არის დამტკიცებული. ზოოპარკის მშენებლობის თანხების მოსაზიდად საერთაშორისო დონორებთან და საქართველოს მთავრობასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ზოოპარკის დირექტორის ვარაუდით ახალი ზოოპარკის აშენებისთვის დაახლოებით 50-60 მილიონი დოლარი ან ევრო იქნება საჭირო.

„ამჯერად გენერალური გეგმის შედგენაზე ვმუშაობთ, შემდეგ დაიწყება ვოლიერების დაგეგმარება და დაპროექტება. მნიშვნელოვანია ის, რომ მერიას განსაზღვრული აქვს, შემოღობოს ეს ტერიტორია და ამისთვის 2 მილიონი ლარი გამოყო. რაც შეეხება ვადებს, ახალი ზოოპარკის მშენებლობას მინიმუმ 3 წელი დასჭირდება“, – აღნიშნა გურიელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42