დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაემატება ხალხის ერთი ხმა.
კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 5 აგვისტოს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა თბილისის მერიაში 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით. კომისიამ გამოავლინა 3 საუკეთესო კონცეფცია, ხმის მიცემის შემდეგ კი საბოლოოდ განისაზღვრება გამარჯვებულთა რიგითობა. პირველ ადგილზე გასული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული 7 000 ლარით დაჯილდოვდება.
კონკურსი „ჩემი თბილისობა“ საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში.
ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა 8 სექტემბერს 12 საათზე დასრულდება.
სასურველი პროექტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია თბილისის მერიის ვებ გვერდზე: www.tbilisi.gov.ge
მასალის გამოყენების პირობები






