ლევან კობიაშვილი რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციებს შეხვდა
საზოგადოება - 19:16, 02 Sep, 2015     1565
სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ლევან კობიაშვილისა და რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მე მათ გავაცანი ჩემი ზოგადი ხედვა და ვისაუბრეთ სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე. ასევე განვიხილეთ ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიცაა ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. ეს არის კონკრეტული პროექტი გერმანული მოდელის გათვალისწინებით, რომელშიც მოიაზრება რეგიონალური ცენტრების შექმნა, რაც პირდაპირ კავშირში იქნება რეგიონალურ ფედერაციებთან. პროექტი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე ბავშვთა საფეხბურთო სწავლების პროფილის ჩამოყალიბებას. პროექტში დეტალურად და სტრუქტურულად გაწერილია ყველა სამოქმედო ნაბიჯი. შეხვედრას დადებითი შედეგი ქონდა, რადგან მე მოვისმინე რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლების მოსაზრებები, მათი პრობლემები, ვუპასუხე მათი მხრიდან დასმულ კითხვებს. ასევე ვგეგმავ ყველა რეგიონში ჩასვლას და ადგილზე სიტუაციის გაცნობას“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა კი იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში ღირსეული გაიმარჯვებს.

„ამ შეხვედრაზე კანდიდატმა გაგვაცნო თავისი ხედვა და დაგვპირდა, რომ რეგიონში გვესტუმრება. ის ზოგადად რეგიონებში, ყველა ფედერაციაში ადგილზე მივა უკვე თავისი მზა პროგრამით. ჩვენ გავეცნობით ყველა კანდიდატის პროგრამას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ღირსეული გაიმარჯვებს“, - განაცხადა სულხან გოგიბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42