სიახლე Europe-Bet - ისგან, 9-13 სეტემბერს ბათუმში ნარდში საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:54, 02 Sep, 2015     2164
ნარდის მსოფლიო ფედერაცია, საქართველოს ნარდის კლუბი, საქართველოს ნარდის ფედერაცია და “Europe-Bet.com” სიამაყით წარმოგიდგენთ: 2015 წლის 9 -13 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს ღია ჩემპიონატს ნარდში! ტურნირების სერია სტარტს იღებს 9 სექტემბერს 14:00 საათზე. ჩემპიონატი ნარდში, უკვე 9 წელია იმართება საქართველოში, ბოლოს 2014 წელს, იგი ჩაქვში ჩატარდა.

გასულ წელს ტურნირზე შეიკრიბა 13 ქვეყნის 102 საუკეთესო მონარდე. მათ შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აკიკო იაზავა (იაპონია), ექს-ჩემპიონი მაიკ სვობოდნი (აშშ), მსოფლიოს #1 მონარდე იაპონელი მასაიუკი მოჩიზუკი და სხვები. წელს მოლოდინი გაცილებით დიდია, ბათუმი 130 სტუმარს უმასპინძლებს. 2015 წლიდან კი “Europe-Bet.com” გახდა „საქართველოს ნარდის კლუბის“ პარტნიორი. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის ივნისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.

ტურნირის საპრიზო ფონდისათვის „Europe-Bet“ 20 000 $ -ს გამოყოფს, რომელიც დაემატება საპრიზო ფონდს. მთავარ ტურნირზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 530 $ -ს. ონლაინ უფასო და ფასიანი სატელიტების (ტურნირების) მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, „ევროპა-ბეთ“-ის საიტზე მთავარი ტურნირის ბილეთის მოგება. სატელიტებში უკვე ჩართულია ძალიან ბევრი უცხოელი მოთამაშე. თუმცა უცხოელ მოთამაშეებს სატელიტების გარეშეც ველოდებით, რომლებიც ადგილზე შეიძენენ ბილეთს. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ულამაზესი დღეები გაატარონ საქართველოს შავიზღვისპირეთში. სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ღირსშესანიშნაობებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირი ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42