ცხრა პრობაციონერი სოციალურ საწარმოში დასაქმდა
საზოგადოება - 17:59, 02 Sep, 2015     1117
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროსა და „გორის სანერგე მეურნეობას” შორის თანამშრომლობის ფარგლებში, გორელი პირობით მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „მწვანე ოჯახში“ დასაქმდნენ.
სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი“, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზეა ორიენტირებული, მიზნად ისახავს წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელთა ჩაბმას შრომით თერაპიაში და მათ რეაბილიტაციას. შესაბამისად, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში შეირჩა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ცხრა პირობით მსჯავრდებული, რომლებმაც რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში დასაქმების მაღალი მოტივაცია დააფიქსირეს.
ამ ეტაპზე სოციალური საწარმოს ადმინისტრაციამ პრობაციონერებთან, დამხმარე სპეციალისტების პოზიციებზე, ექვსთვიანი ხელშეკრულებები გააფორმა. მათი ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ თანამშრომლებთან, ვინც მოვალეობის შესრულებისას თავს გამოიჩენს, უფრო გრძელვადიანი შრომითი კონტრაქტი დაიდება. დასაქმებულები, პირველ ეტაპზე, ხელფასის სახით 380 ლარს მიიღებენ.
სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახის“ პროექტის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერთა კიდევ ორი ჯგუფი დასაქმდება.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით 2013 წელს 124 პრობაციონერი დასაქმდა. 2014 წელს – 145, ხოლო მიმდინარე წელს უკვე დასაქმებულია 72 პრობაციონერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42