მარიამ საჯაია პარლამენტის სხდომას შვილთან ერთად დაესწრო (ფოტოკოლაჟი)
საზოგადოება - 15:30, 02 Sep, 2015     6202
პარლამენტის დეპუტატი მარიამ საჯაია დღეს საშემოდგომო სესიის გახსნას შვილთან ერთად დაესწრო. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს , სხვადასხვა გარემოებების გამო საქართველოში ქალებს ოჯახის და სამსახურის ერთმანეთის შეთავსება უჭირთ, რაც გენდერული დისკრიმინაციის ერთერთი საფუძველი ხდება:

„ბუკას პარლამენტში სტუმრობის ამბავი

მთელი ორი კვირა ერთმანეთი არ გვყავდა ნანახი. ბუკა მამასთან ისვენებდა. მე - მთებში. 31 აგვისტოდან ბრუნდებოდა ჩემთან.
ბუკა 5 წლისაა. სკოლამდელში მიდის წელს, 14 სექტემბრიდან იწყება სწავლა. სესია დაინიშნა, მე სამსახურში უნდა წავიდე. არჩევანი სამსახურს და ბავშვს შორის დგას, როგორც ჩანს, რადგან “დამტოვებელი” არავინაა. ძიძა არ გვყავს; დედაჩემი, რომელიც სხვა დროს სესიების მიმდინარეობისას უვლის ბუკას, ტრავმირებულია და სამეგრელოშია; მამა და ბებია მუშაობენ, მთელი დღე ვერც ვერავინ დაიტოვებს, როცა ბაღი არ არის.

Think outside the box, ასე მივედი გადაწყვეტილებამდე მოცემული ალტერნატივებიდან, სამსახურს და ოჯახს შორის, არჩევანი იყო არცერთი და ორივე. ორივე მნიშვნელოვანია. ბუკა ჩემთან ერთად მოდის! უპრობლემოა, თავის მისახედ-გასართობს იპოვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი. მუშაობაში ხელს არ მიშლის, სამსახურშიც არ მექმნება პრობლემა. ანუ გამოვიდა სამსახურისა და ოჯახის შეთავსება.

თუმცა ასეთი შესაძლებლობა ბევრს არ ეძლევა, საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას. მშობლები, განსაკუთრებით კი ქალები ხშირად დგებიან, საქმიანობასა და ოჯახს შორის არჩევანის წინაშე და ხშირ შემთხვევაში, სრულიად გასაგები მიზეზით არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ კეთდება. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ვიღებთ სოციალურად პასიურ, ეკონომიკურად დამოკიდებულ, უმნიშვნელოდ ქცეულ ქალს. ამას ჯაჭვურ რეაქციაში მოყვება მთელი რიგი გენდერული დისკრიმინააციის უბედურებები, ფემიციდით დასრულებული.

ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ მხოლოდ ეს გარემოება არის გენდერული დისკრიმინაციის საფუძველი. არც იმას ვამტკიცებ, რომ არჩევანი არ უნდა იყოს ოჯახი. არჩევანი თავისუფალია. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ყველა ქალს ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილის და ამგვარი არჩევანის შემთხვევაში ერთმანეთს შეუთავსონ სამსახური და ოჯახი. ერთ-ერთი გარემოება, რომლითაც შესაძლებლია ხელი შეეწყოს ამ პროცესს, არის სამსახურებში საბავშვო სივრცეების მოწყობა. მარტივია...“- წერს მარიამ საჯაია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42