სემეკი დღეს "თელასისათვის“ ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს
საზოგადოება - 09:48, 03 Sep, 2015     1393

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს საჯარო სხდომაზე სს „თელასისათვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ტარიფის დადგენის მიზნით სს „თელასმა“ კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითიცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილიფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.

კომისიამ სს „თელასის“ ტარიფში შემავალ კომპონენტებთან დაკავშირებით სამი საჯარო განხილვა მოაწყო, სადაც დეტალურად იქნა განხილული ტარიფში შემავალი თითოეული კომპონენტი, სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომისიის აპარატის მიერ მომზადებული პროექტები.საჯარო შეხვედრებსესწრებოდნენდარგისექსპერტები, სს „თელასის“, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

კომისიის მიერ მომზადებული ყველა პროექტი განთავსებული იყო კომისიის ვებ-გვერდსა და კომისიის Facebook გვერდზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიაში ნებისმიერ პირს შეეძლო წინადადებების წარმოდგენა 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუმცა, კონკრეტული წინადადებები წარმოდგენილი არ ყოფილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42