GWP ნაძალადევის რაიონში დღეს საღამოდან გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
საზოგადოება - 16:28, 02 Sep, 2015     1466

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელიც ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე გადის.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 2 სექტემბრის 18:00 საათიდან 3 სექტემბრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

· ნაძალადევისა და დიდუბის რაიონების ქუჩებსა და ზოგიერთ დასახლებას

· დიღმის მასივს, მუხიანის აგარაკებს, მუხიანის III, IV, IVა, IVბ მ/რაიონებს, თემქის XI მ/რაიონის II და III კვარტლებს

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს:

· თემქის IV და გლდანის I, II, III მ/რაიონები, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილი.

წყლის მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით კომპანიამ ინდივიდუალურად გააფრთხილა ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ყველა კლინიკის ადმინისტრაცია.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ეტაპობრივად, ხვალ, 3 სექტემბრის დილის 9 საათიდან.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42