დღეს, 15.00 საათზე, გონიოს ტერიტორიაზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევით დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღმდგენი კომიტეტის წარმომდგენლები ბათუმის საკრებულოსთან ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ.
271 გონიოელი ოჯახი ითხოვს გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 სექტემბრის #25 ბრძანებულებით მათთვის გაცემული ნაკვეთების საკუთრებაში დაბრუნებას, რომელიც მათ ჩამოერთვათ ადგილობრივი თვითმმართველობის უკანონო გადაწყვეტილებით 2010 წლის დეკემბერში.
გონიოს ტერიტორიაზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევით დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღმდგენი კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ მიმართეს აჭარისა და ადგილობრივ ხელისუფლებას კანონიერების აღდგენის მოთხოვნით, რომლის პასუხის კანონმდებლობით დადგენილი ვადა სრულდება 2 სექტემბერს.
პასუხის მიუღებლობის ან უარყოფითი პასუხის შემთხვაში გონიოს ტერიტორიაზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევით დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღმდგენი კომიტეტის წევრები და დაზარალებული ოჯახები აპირებენ მასობრივი და რადიკალური საპროტესტო აქციების გამართვას.
კომიტეტის წევრთა კანონიერ მოთხოვნებს სამართლინობის აღდგენაზე მხარს უჭერენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
გონიოს ტერიტორიაზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევით დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღმდგენი კომიტეტი წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ბათუმის გონიოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები,რომლებსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის N39-ე ოქმით უკანონოდ გაუუქმდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.
მასალის გამოყენების პირობები






