ეკა ხოფერია ,,იმედის“ ხელმძღვანელობას შეხვდა - "გადაცემის დახურვა ინგას ფაქტორს უკავშირდება"
საზოგადოება - 12:09, 02 Sep, 2015     12412
ჟურნალისტი ეკა ხოფერია "იმედზე" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას ინგა გრიგოლიას ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებისგან თავს შეიკავებს, თუმცა მისი კოლეგის ნათქვამში ეჭვი არ ეპარება, რომ გადაცემები პოლიტიკური დაკვეთის გამო დაიხურა.

ამბობს, რომ გრიგოლიას გარდა არხმა პროდიუსრებს და გადაცემების შემოქმედებით ჯგუფს კონტრაქტი გაუგრძელა და უახლოეს მომავალში ახალ პროექტებზეც დაიწყებენ მუშაობას.

რა განმარტებები მოისმინეს ჟურნალისტებმა "იმედის" ხელმძღვანელობისგან გადაცემების დახურვიდან მესამე დღეს და ემუქრება თუ არა სიტყვის თავისუფლებას საფრთხე, ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ცნობილ ჟურნალისტსა და "იმედის კვირის" აწ უკვე ყოფილ წამყვანს, ეკა ხოფერიას ესაუბრა.

ეკა ხოფერია: არხის ხელმძღვანელობას შევხვდი 31 აგვისტოს - "რეაქციის" და "იმედის კვირის" დახურვასთან დაკავშირებით მაინტერესებდა დეტალები. მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი ვერაფერი მოვისმინე, რაც იქამდე არ ვიცოდი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ინგა გრიგოლიას ფაქტორს უკავშირდება. ვერ მოვისმინე ის არგუმენტები, თუ რის გამო უნდა დახურულიყო გადაცემა.

ინგა გრიგოლია ამ გადაცემების დახურვას პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნევს. თქვენც ასე ფიქრობთ?

ე.ხ: თავს ვიკავებ ასეთი განცხადების გაკეთებისგან, მაგრამ არ მაქვს საფუძველი, რომ ინგას ნათქვამში ეჭვი შევიტანო იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო "რეაქცია", ვერ მოვისმინე. თუმცა მე მაინც ასეთი განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, იმის მიუხედავად, რომ არხის ხელმძღვანელობა ინგა გრიგოლიას გარეშე აპირებს სხვა ტიპის ორი გადაცემის გაკეთებას, რაც ჩემთვის მიუღებელია. ინგა გრიგოლიას ახლა თმის ფერის გამო არავინ დაიწუნებდა, ეტყობა, სხვა ტიპის შენიშვნები ჰქონდათ და არ მოსწონდათ.

ზუსტად ვიცოდი, რამე რომ ყოფილიყო, ინგა არ დაბრუნდებოდა, მაგრამ მაინც დაველაპარკე ხელმძღვანელობას, რომ იქნებ რაღაც მოგვეფიქრებინა და სხვა ფორმატით გასულიყო ეთერში, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერი მოვახერხე. ამბობენ, რომ პოლიტიკური თოქ-შოუები აღდგება კვირასაც და პარასკევსაც, მაგრამ ამ ეტაპზე ფიქრობენ, რა ტიპის უნდა იყოს ეს გადაცემები და ვინ იქნებიან წამყვანები.

წყარო: "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42