„ნიუპოსტთან“ საუბრისას არველაძემ მის სამოქმედო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა ის ასპექტები, რომელთა განვითარებითაც ქართული ფეხბურთის წინსვლა არის შესაძლებელი.
„მე ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მწვრთნელი და ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი არის ფეხბურთის წარმატება. წარმატებას მოყავს ბავშვი ფეხბურთზე და წარმატებას მოყავს მაყურებელი სტადიონზე. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წელს მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამას უნდა ემსახურებოდეს ბავშვთა ფეხბურთი, მასობრივი ფეხბურთი, ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. მნიშვნელოვანია პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის აღდგენა, ამ ლიგის კომერციალიზაცია, სატელევიზიო უფლებებით აღჭურვა. სახელმწიფოს და ფეხბურთი არ შეიძლება რომ ცალცალკე იყოს განხილული, მაგრამ ჩემი აზრით, იმან რამაც ყველაზე დიდი სიხარული უნდა მოუტანოს ქართულ ფეხბურთს, იმან რამაც ყელაზე მეტი გულშემატკივარი უნდა შესძინოს ქართულ ფეხბურთს, იმან რამაც ბევრი ბავშვი უნდა მიიყვანოს ფეხბურთზე ეს არის წარმატება, ამიტომ ჩვენ ამ განვითარებას ვხედავთ მხოლოდ წარმატების გზით,“-განაცხადა რევაზ არველაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






