,,არავის საქმე არაა მყავს თუ არა გვერდით მამაკაცი“ - მაია ასათიანის პასუხი ია ფარულავას
საზოგადოება - 19:19, 01 Sep, 2015     25037
ია ფარულავას მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც ის „პროფილის“ წამყვანს მაია ასათიანს აკრიტიკებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფარულავა წერდა, რომ ასათიანი ძალიან არის დასუსტებული და მას რჩევებსაც აძლევს. მსახიობი გადაცემის რეიტინგზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ „პროფილს“ ჯაჯანიძის შოუმ დედა უტირა“.

ფარულავას კრიტიკას მაია ასათიანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში უპასუხა.

"ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება და ამბობს იმას, რის უფლებასაც საკუთარი ღირსება აძლევს. სიმართლე გითხრათ, ადამიანებისგან აღარაფერი მიკვირს, იმდენ ცუდს შევხვედრივარ ცხოვრებაში. ერთი რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ გადაცემა, რომელსაც მე ვამზადებ, ყველაზე რეიტინგული ქართული არაპოლიტიკური თოქ-შოუა. ორი თვის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო „რუსთავი 2“-ის სასადილოში ნამდვილად დავკარგე გონება... ძალიან გამიხარდებოდა, იმ რთულ დღეებში, როდესაც საავადმყოფოში ვიწექი, იას ჩემთვის დაერეკა და მოვეკითხე. ალბათ ეს იქნებოდა კოლეგის მხრიდან უფრო კარგი საქციელი. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მის აფიშირებას არ ვახდენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. არავისი საქმე არ არის, მყავს თუ არა გვერდით მამაკაცი. თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი გადაცემის რეიტინგი, ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ მომენტში შემიძლია ვუჩვენო. დაბოლოს, ხანდახან, მძიმე შრომის გამო საოცრად ვიღლები. ხშირად საქმე რომელსაც 23 წელია ვემსახურები ჩემს ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახება, თუმცა ვამაყობ, რომ ვარ 38 წლის მარტოხელა დედა და 15 წლის ასაკიდან ჩემი შრომით ვჭამ პურს“, - ამბობს ასათიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42