„გავიდეთ რაიონში და ვნახოთ, ვის როგორ შეგვხვდებიან..." - ჯაჯანიძე ვოლსკის პასუხობს
საზოგადოება - 14:46, 01 Sep, 2015     5251

„იმედზე“ დიდი ცვლილებების შემდეგ, როდესაც „რეაქცია“ და „იმედის“ კვირა დაიხურა, საზოგადოებას აინტერესებს, კიდევ სხვა გადაცემებიც ხომ არ მოჰყვება შემცირებაში.

ინგა გრიგოლია საკუთარი გადაცემის დახურვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფასებს. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ლექვინაძემ „რეაქციის“ სეზონის ბოლო გადაცემის ნახვის შემდეგ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იმედოვნებდა, რომ ეს ზოგადად, ბოლო „რეაქცია“ იქნებოდა. როგორც მოგვიანებით, ინგა გრიგოლიას გულშემატკივრები წერდნენ, მას ეს ოცნება აუსრულდა.

ხელისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ფეისბუქის“ საშუალებით „იმედში“ მიმდინარე ცვლილებების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა: „ვფიქრობ, ასეთი კონკურენციის პირობებში, რაც წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გაღრმავდება, საკვირველი არ არის, რომ „იმედს“ იმ ნიშიდან უნდა გამოსვლა, რომელიც ჯაჯანიძისა და გრიგოლიას ისტერიკით აიკიდეს...“

დავინტერესდით, გია ჯაჯანიძის გადაცემასაც ხომ არ ემუქრება დახურვა და ტელეწამყვანს დავუკავშირდით.

გია ჯაჯანიძე:

ჩემი გადაცემა 17 სექტემბერს გავა ეთერში, უკვე სამსახურში ვარ და ვმუშაობ.

განსხვავებული სეზონი გექნება?

ჩემი აზრით, „სხვა რაკურსის“ ყველა გადაცემა ერთმანეთისგან განსხვავდება. ახლაც თვითონ გადაცემები იქნება გამორჩეული და არა სეზონი, სეზონების მიხედვით არ ვყოფ. „სხვა რაკურსი“ არ გაჩერდება, რადგან მგონია, რომ ძალიან ბევრი თემა არსებობს. სანამ გადაცემა იარსებებს, თემები არ გამოგველევა.

გია, „იმედში“ ცვლილებების შემდეგ, ხალხი შენი გადაცემის ბედითაც დაინტერესდა... გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „იმედს“ ჯაჯანიძისა და გრიგოლიას ისტერიკის ნიშის დატოვება სურს.

პოლიტიკოსებმა იკითხონ, ჩემი გადაცემა თუ დაიხურება. მე ჩემი მოვჭამე უკვე. ახლა ვაკეთებ ისეთ გადაცემას, როც მაყურებელს უნდა. ერთსაც გეტყვი- ვთავაზობ გია ვოლსკის, ერთად გავიდეთ რაიონებში და ვნახოთ, ვის როგორ შეხვდებიან. მე გახლდით რაიონებში და ტაშის ცემით მხვდებოდნენ. ბატონ გიას კი დიდი სიყვარულით მოვეფერები და ვეტყვი, რომ ჩემს გადაცემაზე ნუ ინერვიულებს (იღიმის).


წყარო: fortuna.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42