შეხვედრაზე კობიაშვილმა კლუბების წარმომადგენლებს საკუთარი პროგრამა გააცნო და მათ ფეხბურთის განვითარების გზებზე ისაუბრა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან პირველად დაფიქსირდა ასეთი მასშტაბური შეკრება, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბები სრულად არიან წარმოდგენილი. აქ ასევე არიან ხმის უფლების არმქონე კლუბები. ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის ამ შეხვედრით დაწყება. კლუბებს გავაცანი ჩემი ხედვა და სამოქმედო სტრატეგია, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებას. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნული ჩემპიონატის განვითარების ხელშეწყობა. ამიტომ ვარ სრულიად გახსნილი და თითოეული აქ წარმოდგენილი მოსაზრება არის ღირებული და გასათვალისწინებელი. ჩვენ ვიმუშავებთ გუნდურობის პრინციპით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კონკრეტული შედეგის მიღებას, რაც ქართული ფეხბურთის წინსვლას შეუწყობს ხელს“, - თქვა კობიაშვილმა.
იგი ფედერაციაში საკუთარ კანდიდატურას 1 სექტემბერს, 14 საათზე დაარეგისტრირებს. მის გარდა, 3 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელიას და მერაბ ჟორდანიას აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






