სტუდენტური კონკურსი „მომავალი თბილისი დღეს 2015“ 1 სექტემბერს გამოცხადდება
საზოგადოება - 13:21, 31 Aug, 2015     1276
თბილისის განვითარების ფონდი მერიის მხარდაჭერით, „Peter Moennig“ ფონდთან და „Tbilisi International Rotary Club“-თან ერთად, 1 სექტემბერს აცხადებს 2015 წლის არქიტექტურულ კონკურსს „მომავალი თბილისი დღეს 2015“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი პროფილის სტუდენტებს. ორგანიზატორები კონკურსანტებს ორ მიმართულებას სთავაზობენ: საზოგადოებრივი (საჯარო) სივრცის კონცეფციის შექმნა (მოედანი, ქუჩა, პარკი, სკვერი და სხვა) და გაუქმებული/მიტოვებული, ნანგრევი ან მთლიანად დანგრეული ადგილის განვითარების ხედვა (მაგ. ძველი საწარმოო შენობები, უფუნქციო შენობა-ნაგებობები, ნანგრევები, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი ისტორული ან/და კულტურული შენობები/ძეგლები და სხვა).

კონკურსთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე კონკურსის ორგანიზატორები, ჟიურის წევრები, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონკურსის მიზანია თბილისის არქიტექტურისა და დედაქალაქის განვითარებაში აქტიურად ჩაერთონ სტუდენტები, რომელთაც საშუალება ეძლევათ საკუთარი იდეები საინტერესოდ წარმოაჩინონ და არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში ინოვაციური პროექტები შექმნან.

„Peter Moennig Foundation“ გერმანულ კერძო არასამთავრობო ფონდს წარმოადგენს, რომელიც საქმიანობას საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიების კუთხით ახორციელებს. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო არქიტექტურა და ურბანული ხელოვნებაა. ფონდი ეძებს ინოვაციურ და არასტანდარტულ იდეებს არქიტექტურასა და ურბანიზმში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სათანადო დაფინანსებას სთავაზობს.

საკონკურსო წინადადებები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან - 9 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, თბილისის განვითარების ფონდის ოფისში, მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. N48, მე-2 სართული.

კონკურსის საპრიზო ფონდი ჯამში 14 000 ლარს შეადგენს, სადაც გამარჯვებული იდეის ავტორი 7 ნომინაციაში გამოვლინდება. პირველ და მეორე ადგილზე გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, თითოეული 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნომინანტებს ფასიანი პრიზები გადაეცემათ.

კონკურსის შედეგების გამოცხადება და საუკეთესო პროექტების ავტორების დაჯილდოება მოხდება ოქტომბერში თბილისობის დღესასწაულზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42