რეზო კალომლეწავის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ გვაზავა -კალომლეწავის ურთიერთობაზე საუბრობს.
ლევანი და რეზო არა მარტო დეიდაშვილები, კარგი მეგობრებიც იყვნენ, ფაქტობრივად, ლევანმა გაზარდა რეზო... როგორც ვიცი, თავდასხმა არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში ავტომანქანა დაზიანდებოდა. მითხრეს, რომ მანქანაზე ნატყვიარები არ არის. მანქანაში ისხდნენ ლევანი, მისი ორი დეიდაშვილი და რეზოს ნათლული ილია, რომელიც საჭესთან იჯდა. პანტიანიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მარიამობა აღნიშნეს. ლევანს იარაღი ქამარზე დამაგრებულ ბუდეში ედო, ჯდომისას შეაწუხა და ამოუღია. საუბედუროდ, გაუვარდა და რეზოს კეფაში მოხვდა. როცა ლევანი მიხვდა, რაც მოხდა, თვითმკვლელობა უცდია - იარაღი ნიკაპქვეშ მიუბჯენია. მის გვერდით მჯდომ მეორე დეიდაშვილს, გურამ თათელაძეს ლევანისთვის ხელი აუკრავს. ამიტომაც გადარჩა - იარაღმა მიმართულება შეიცვალა და ტყვიამ ტვინამდე არ მიაღწია, ძვალმა გააჩერა და ცხვირიდან გამოვიდა. ფაქტობრივად, სახე აუწყვეს. სანამ ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარდება და არ დადგინდება, ერთი და იმავე იარაღითაა თუ არა მიყენებული ჭრილობები, ვის ეკუთვნის იარაღი, ასევე, არ ჩატარდება ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჭრილობის არხების მიმართულების დასადგენად, დასკვნის გაკეთებას ნურავინ შეეცდება. საშინელება მოხდა - ადამიანს შვილივით გაზრდილი დეიდაშვილი შემოაკვდა და არ არის გამორიცხული, ლევანმა კიდევ სცადოს თვითმკვლელობა. არ ვიცით, როგორ იცხოვრებს.
სრულად იხილეთ www.kvirispalitra.ge
მასალის გამოყენების პირობები






