ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის: 10 კვერცხი, 12 ს/კ ფქვილი, 10 ს/კ შაქარი, 1,5 ს/კ თაფლი, 0,5 ჩ/კ სოდა, 3 ს/კ ხსნადი ყავა, მარილი დანის წვერზე
კრემისთვის – 2 ქილა შესქელებული რძე, 1 ლ წყალი, 16 კვერცხის გული, 2 ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 150 გრ სახამებელი, 4 ს/კ ხსნადი ყავა, 900 გრ კარაქი
სარკალისთვის: 3 ს/კ კაკაო, 6 ს/კ შაქარი, 3 ს/კ რძე, 20 გრ კარაქი, 1ს/კ მაგარი ყავა „ესპრესო“, 1 პაკეტი ვანილის შაქარი
დასანამად: 150 გრ შაქარი და 750 მლ მაგარი ყავა ესპრესო, 30 მლ კონიაკი
მომზადება: კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ. ცილები ჩავასხათ კარგად გამშრალებულ ჯამში და ვთქვიფოთ სანამ სქელ, ჰაეროვან ბეზეს არ მივიღებთ, მერე თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ შაქარი. მერე სათითაოდ ჩავათქვიფოთ კვერცხის გულები, ყავა და თაფლი. სოდა გავურიოთ ფქვილში და ფრთხილად, თითო-თითო კოვზად შევურიოთ ათქვეფილ ბეზეს. გამზადებული ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფსკერზე პერგამენტდაფენილ ტორტის ფორმაში და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი.
შესქელებული რძე გავხსნათ წყალში და გავაცხელოთ. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, მერე შევურიოთ ფქვილი, ყავა და ვანილის შაქარი. რძე რომ გაცხელდება ჩავურიოთ ფქვილიან მასაში და კარგად მოვურიოთ კუკრკუტები რომ არ დარჩეს. მერე ისევ რძიან ქვაბში გადავასხათ და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. მორევა მორევით მოვადუღოთ სქელი კრემი. გადმოვდგათ გაზიდან და ოთახის ტემპერატურამდე გავაცივოთ. ოთახის ტემპერატურის დარბირებული კარაქი ავთქვიფოთ კრემივით. რომ გათეთრდება და ზომაში მოიმატებს, თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ მოდუღებული კრემი და მაცივარში შევდგათ 1 საათით.შაქრისა და ყავისგან მოვადუღოთ სქელი სიროპი, გავაგრილოთ და დავუმატოთ კონიაკი.ბისკვიტი ჰორიზონტალურად გავჭრათ 2-3 ფენად. პირველი ფენა დავნამოთ და წავუსვათ კრემი მინიმუმ თითის სისქეზე, ზემოდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა და ისიც დავნამოთ. მერე წავუსვათ კრემი. დავადოთ ბისკბიტის ბოლო ფენა, ისიც დავნამოთ და დავკრემოთ. ტორტს გვერდებზეც შემოვუსვათ კრემის სქელი ფენა.კაკაოს, შაქრის, რძისა და ყავისაგან მოვადუღოთ სქელი სარკალა, ბოლოს ჩავუმატოთ კარაქი. ოდნავ შევაგრილოთ და მოვასხათ ტორტს.ტორტი სხვადასხვანაირად შეგიძლიათ მორთოთ, მაგალითად: მთლიანად სარკალა გადაასხით და ზევიდან მთელ-მთელი ნიგვზის ლებნებით ან ყავის კრემის ყვავილებით მორთეთ; ან შოკოლადი მარტო „კინკრიხოზე“ მოასხით, გვერდები კი კრემით მორთეთ და კიდეზე, ირგვლილ კრემის ყვავილები დაასვით. მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტი კრემია, მით უფრო გემრიელია ტორტი.გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები