,,როგორიც არ უნდა იყოს მედია, მას აქვს კანონის ჩარჩოებში მუშაობის უფლება. ისეთი მაღალრეიტინგული სატელევიზიო გადაცემის დახურვა, როგორიც "რეაქციაა" ბუნებრივია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი, მითუმეტეს მაშინ როდესაც გადაცემის მთავარ შემოქმედს არაფერს უთანხმებ. "იმედის" რეიტინგი ბევრის სამიზნეა, ისევე როგორც სხვა მედია საშუალებების და ეს არ დასრულდება, სანამ სახელმწიფო არ დაიცავს მათ უფლებებს. პოლიტიკოსები როგორც წესი მედიას ებრძვიან და არ ფიქრობენ იმას, რომ ამით დაირღვევა ბალანსი, მოისპობა კონკურენცია და დაეცემა ხარისხი, რომ არაფერი ვთქვა პოლიტიკოსის საზოგადოებისგან იზოლაციაზე. თავისუფალი მედია არის ხალხთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება და რომელ ტოტზეც ზიხარ არ უნდა მოჭრა. არის უამრავი ვერსია, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი მაინც სიტყვის თავისუფლების შიშია“ - წერს ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






