ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტვ იმედის გადაწყეტილებას უარყოფითად აფასებს
საზოგადოება - 19:02, 30 Aug, 2015     784
ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებას თოქ-შოუების დახურვასთან დაკავშირებით ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო.

საბჭო მიიჩნევს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება, როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში. ამათან ერთად, ქარტიის საბჭოს შეუსაბამოდ მიაჩნია გადაწყვეტილების გასაჯაროებისა და არხის რეიტინგული წამყვანის გათავისუფლების ფორმაც.

,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუების დახურვას. ტელეკომპანიის ოფიციალური განცხადებით, არხი ახალი სატელევიზიო სეზონიდან დროებით აჩერებს გადაცემებს “რეაქცია” და “იმედის კვირა”, რათა მაყურებელს უკვე 2016 წლიდან შესთავაზოს თვისებრივად ახალი პროდუქტი. გადაცემების ავტორი და წამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მან ტოკ-შოუების დახურვის შესახებ მედიიდან შეიტყო და არხის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. ინგა გრიგოლიას კომენტარებიდანვე ირკვევა, რომ “იმედს” გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის ამ ორი გადაცემის ფორმატის ცვლილება არ შეუთავაზებია.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სეზონის გახსნის 2016 წლამდე გადატანა სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დისკურსის საკმაოდ ხანგრძლივ დეფიციტს წარმოქმნის.

ამავე დროს, არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭოს შეუსაბამოდ მიაჩნია გადაწყვეტილების გასაჯაროებისა და არხის რეიტინგული წამყვანის გათავისუფლების ფორმაც.

ტელეკომპანია “იმედის”, როგორც კერძო არხის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, ცვლილებების განხორციელების სრული უფლება აქვს, თუმცა მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა და ლეგიტიმური მოლოდინი, ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ. “იმედის” ოფიციალური განცხადება კი ამგვარ ინფორმაციად ვერ ჩაითვლება, რადგან ის უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. მიგვაჩნია, რომ მაუწყებელმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს საზოგადოების მიმართ და ყველაფერი გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42