”მე ვფიქრობ რომ ეს ის თემაა, რომელზეც სერიოზულად საუბარი აღარ ღირს, აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ცოტა სერიოზულად თუ მივუდგებით, ვთქვათ , რატომ ვერ მოახერხეს ამ აბიტურიენტებმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა? მათ ქონდათ საკმარისი დრო, თითქმის 6 თვის განმავლობაში მათ შეეძლოთ არჩევანი შეეცვალათ, დამატებინათ სასურველი ფაკულტეტები. ეს ყველაფერი გაგრძელდა 12 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა ეს მათ არ გააკეთეს. თუ მეორად ჩარიცხვებს დავამატებთ, არანაირი გარანტია არ არის, რომ ისინი მოახერხებენ სასურველი ფაკულტეტების მითითებას და გარკვეული რაოდენობა ისევ უნივერსიტეტის მიღმა შეიძლება დარჩეს. მაშინ მესამედი ჩარიცხვები უნდა დავნიშნოთ და ეს პროცესი არასოდეს არ დასრულდება ”- განაცხადა მიმინოშვილმა ”ქრონიკის” ეთერში. . მისი თქმით ამ აბიტურიენტების მოთხოვნის გათვალისწინება უსამართლო ნაბიჯი იქნებოდა იმ ჩარიცხული აბიტურიენტების მიმართ, რომლებსაც სხვა უნივესტიტეტი უნოდათ და სხვა უნივერსიტეტში მოხვდნენ, რადგან მაშინ მათაც შეუძლიათ იგივე პრეტენზიები ქონდეთ. გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი პრეტენზიების გათვალისწინება საბოლოოდ მთლიანი საგამოცდო სისტემის არევას გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






