დიდი დაბადების დღის შესხებ სოციალურ ქსელშიც დაიწერა. ,,ფესიბუქშის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ირინა გეგეჭკორი წერს, რომ იუბილე უცნობ მილიონერს დაახლოებით 3 მილიონი დაუჯდა.
„3-დღეა მთელი ფუნიკულიორი, რესტორნებიან, პარკიანად დაკეტილია. ვინმე უცნობი მოსკოველი ქართველი, დღეს საკუთარ დაბადების დღეს ზეიმობს! 2-დღით ადრე, უსაფრთხოების მიზნით ფუნიკულიორისკენ მიმავალი გზაც კი ისე ჩაკეტეს, რომ ბუზი ვერ შეფრინდება. იქ დასაქმებული ოქროყანის მკვიდრი მოსახლეობის გადმოცემით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცემულია 700-კაციანი კარავი, სადაც გამოფენილია ქართული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნიმუშები, (ალბათ უცხოელი სტუმრებისთვის) არყის სახდელი ქვაბები, სადაც სავარაუდოდ ადგილზევე გამოიხდება არაყი; ღვინით სავსე ქვევრები, ქართული ურემი და ალაგ-ალაგ თივის ზვინები. დასაგემოვნებლად გამოტანილია ქართული თაფლი, ფიჭა, ჩურჩხელები და ქართული ყველის ნაირსახეობები. (გული დამწყდა, რომ ქართული ეროვნული მაწონი დაივიწყეს). ჩემს სახლამდეც აღწევს ქართული საცეკვაო მელოდიების ხმა.
რა თქმა უნდა, მიწვეულმა სტუმრებმა ქართული ეროვნული ცეკვა-თამაშიც ღია ცის ქვეშ უნდა იხილონ და რომ შევწუხდი, მერე დავიწყე ათვლა და აგერ უკვე 35-წუთია, რაც ფეიერვერკი გრძელდება. ჩემი შეშინებული ძაღლი, ტუალეტში ჩაიკეტა და ცოცხალი თავით აღარ გამოდის.
მისასალმებელია, როდესაც საკუთარ თავს ისეთი ღრმა პატივისცემით ეკიდები, რომ საკუთარი დაბადების დღით, თუნდაც საქართველოს ბიუჯეტს ამდიდრებ. ეს დაბადების დღე, თურმე 3-მილიონი დაუჯდა იუბილარს.
მილოცვას მეც ვუერთდები!!! ჩემო უცნობო იუბილარო, გისურვებთ რომ კიდევ 100-წელი ამგვარი ხალისით და შემართებით იზეიმოთ თქვენი დაბადების დღე, გაამდიდროთ საქართველოს ბიუჯეტი და თუნდაც ამ დამსახურების გამო შემორჩეს თქვენი სახელი საქართველოს ისტორიის ფურცლებს!
ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ქართველები, რომ ხშირად მიაგონ ამგვარი პატივი საკუთარ თავს და მაშინ ეგებ ქართველ ერსაც ეშველოს რამე და ლარიც კი გამყარდეს!", - წერს გეგეჭკორი.
მასალის გამოყენების პირობები






