ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას და რა უძღოდა წინ ოქროყანის ტრაგედიას
საზოგადოება - 13:30, 29 Aug, 2015     10104
ოქროყანაში, გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღდან გასროლით მძიმედ დაიჭრა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, ხოლო გარდაცვლილია მისი დეიდაშვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი, შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების ყოფილი უფროსი რეზო კალომლეწავი.

ლევან გვაზავას მდგომაროება ამ დრომდე მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში. ,,ის იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, არის სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის გამო ჩაუტარდა სახის ძვლების ოსტეოსინთეზი“-განაცხადა ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ლევან გვაზავას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე დაუდასტურებელი ვერსია ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით ლევან გვაზავას იარაღი გაუვარდა და ახლო ნათესავი, რეზო კალომლეწავი იმსხვერპლა, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი შეიარაღებულ თავდასხმას ჰქონდა, რომლის შედეგადაც რეზო კალომლეწავი მოკლეს, ლევან გვაზავა კი მძიმედ დაიჭრა.

რა მოხდა რეალურად, ამ დრომდე უცნობია. დეტალებზე ვერ საუბრობენ ვერც ოჯახის წევრები.

თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პროკურატრის საგამოძიებო ნაწილში.

გვაზავას ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან გვაზავა გენერალია და მას იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების უფლება ქონდა. ,,რამდენიმე ვერსია ფიგურირებს თუმცა რომელი ვერსიაა სწორი ჩვენ არ ვიცით, არ იცის არც ოჯახმა და სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ . სავარაუდოდ შემთხვევის დროს მანქანაში იჯდა 3 ან 4 პირი.“- განაცხადა გილაშვილმა.

რა უძღოდა წინ ოქროყანის ტრაგედიას და ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას - ამაზე ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს, თუმცა გასულ კვირას ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ქადაგიძემ ის მუქარისშემცველი მესიჯი გაასაჯაროვა, რომელიც მას გაუგზავნეს. სამართალდამცავთა ლიგის დამფუძნებელი პროკურატურას ფაქტით დაინტერესებას სთხოვს.

„მალე ვაზაგაშვილის გზას დაადგები, - ეს შეტყობინება მივიღე და ამასთან დაკავშირებით შემაქვს განცხადება ქალაქის პროკურორის სახელზე, რათა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. მე ვარ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტს ვუკავშირებ ამ შეტყობინებებს, რადგან იქაც ვაზაგაშვილის გვარი ფიგურირებს“ - აცხადებდა ირაკლი ქადაგიძე.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს შორის იყო ასევე რევაზ კალომლეწავი, გოჩა ჩიტაია, გიორგი კიკალიშვილი, ლაშა გოშხეთელიანი, მიხეილ შველიძე, გრიგოლ კვინიკაძე, ირაკლი ქოპილაშვილი, გივი კრავჩენკო, პაატა ხეჩიაშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, გია გოროზია, რევაზ კალომლეწავი, გოჩა ბაღათრიშვილი, ზაზა ჭაია, ვლადიმერ გამრეკელაშვილი. ეს იმ პოლიციელთა სიაა, რომლებიც თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო მოგვიანებით გაათავისუფლეს.

რაც შეხება ლევან გვაზავას, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის პოსტს 2008 წლამდე იკავებდა. გვაზავა 2012 წელს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით იქნა დაკითხული. პროკურატურამ მაშინ გვაზავას ბრალი ბუტა რობაქიძის საქმის მასალების გაყალბებისთვის წარუდგინა.

,,რაში გვაწყობდა ჩვენ ვაზაგაშვილის აფეთქება? ჩვენ მასთან ვიყავით სამართლებრივ დავაში და საქმე მიდიოდა ისე, რომ ეს დავა ჩვეს სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო“- ეს ლევან გვაზავას კომენტარია, რომელიც მან იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. ,,ის პროკურორები, ვინც ამ საქმეს კერავენ, ადრე თუ გვიან, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. საზოგადოებაც მალე მიხვდება ყველაფერს", - აცხადებდა ლევან გვაზავა.

შეგახსენებთ, რომ დაჭრილი ლევან გვაზავას მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა. გვაზავა რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა, მას ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. გვაზავას ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თავის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა ლევან გვაზავას დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42