21-ე საუკუნის უნიკალური საბავშვო ბაღი თბილისში - რა სიახლე ელით მშობლებს და ბავშვებს. ეს უნდა წაიკითხოს ყველა მშობელმა!
საზოგადოება - 16:13, 28 Aug, 2015     10948

საქართველოში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაღალი სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა ჯერ კიდებ პრობლემად რჩება. გარდა აღზრდის მეთოდოლოგიისა, პრობლემატურია ბავშვის კვება, ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესების სრული დაცვა. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ბავშვის აღზრდისთვის სწორედ 3-დან 6 წლამდე ასაკი არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ბავშვის ქვეცნობიერში ყველაზე მეტად ილექება ის ინფორმაცია, რასაც ის გარემო პირობებიდან იღებს. ამ თვალსაზრისით დიდი როლი ენიჭება საგანმანათლებლო დაწესებულებას და იქ არსებულ სტანდარტებს - რამდენად სრულყოფილი და სწორად შერჩეულია ის მომავალი თაობის სწორად განვითარებისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.

English World Corporation - არის საგამანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის კომპანია, რომელიც საბავშო ბაღებს, სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს უნიკალური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო გამოცდილებით. კომპანიაში მუშაობენ საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები. მეთოდოლოგიები ეფუძვნება 21-ე საუკუნის მიღწევებს მენეჯმენტში, სწავლებაში და ბავშვის მოვლაში.

საქართველოში English World Corporation არის წარმოდგენილი საბავშო ბაღით “ინგლისური სამყარო დირსში”. საბავშვო ბაღი სთავაზობს მსურველებს ბავშვის განვითარების უნიკალურ კონცეფციას აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი კი განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინია, რომელიც ,,ნიუპოსტს“ ახალი საბავშვო ბაღის შესახებ თავად ესაუბრა.

საბავშვო ბაღი თამაშობს დიდ როლს ბავშვის აღზრდისა და განათლების პროცესში. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ იმ უნარებს, რომელსაც ბავშვი იღებს საბავშვო ბაღში, აქვს მნიშვნელოვანი როლი ბავშვის განვითარებაში. ძალან ბევრმა მშობელმა არ იცის, თუმცა ეს არის მეცნიერების ძალიან დიდი კვლევის შედეგად დამტკიცებული, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში სწავლობს ბევრ რამეს ქვეცნობიერად. გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც იღებს, მასში ავითარებს ისეთ უნარებს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ადამიანის განათლების პროცესში არსებობს ორი ტერმინი: Hard skills და Soft skills . Hard skills - ეს არის თუ რა ცოდნა გააჩნია ადამიანს კონკრეტულ საგანთან დაკავშირებით. მაგალითად რა დონეზე იცით მათემატიკა, ფიზიკა და ა.შ. Soft skills - ეს არის, რასაც პირდაპირ არ სწავლობ და საგნის ტესტით ვერ შეაფასებ. მაგალითად კომუნიკაბელურობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური აზროვნება და ა.შ. ადამიანის განვითარებაში, soft skills თამაშობს უმნიშნელოვანეს როლს, ადამიანის წარმატების 80% სწორედ ამ უნარებზეა დამოკიდებული. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ რასაც ჩადებ საბავშვო ბაღში 6 წლამდე ბავშვებში, ის ქვეცნობიერ დონეზე რჩება და ძალიან დიდ როლს თამაშობს უკვე სკოლაში და შემდეგ უნივერსტეტში სწავლის პერიოდში.

სწორედ ამიტომ, მე გადავწყვიტე მეგობრებთან და კომპანია ,,დირსისთან" ერთად, რომ თბილისში გაგვეხსნა საბავშვო ბაღი, რომელიც კონცეპტუალურად იქნება სრულიად სხვა, ვიდრე დღეს არსებული საბავშო ბაღები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ასეთი მეთოდოლოგია და ინფრასტურქტურა, როგორიც ამ საბავშვო ბაღში იქნება, საქართველოში არსად არ არის.

_რაში მდგომარეობს მისი გამორჩეულობა? დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრია კერძო ბაღები მაღალი სტანდარტებით...

დავიწყებ იმით, რომ კონცეფიცია მისი არის ინგლისური სამყარო. არის გამოყენებული ჩემი და ჩემი მეგობრების ცოდნა და გამოცდილება 4 ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემიდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და კანადა. თავად საბავშვო ბაღის ინფრასტურქტურაც არის შექმნილი ისე, რომ იქ არის ბიგ-ბენი, დიდი კანიონი, ნიაგარას ჩანჩქერი და ა.შ. ანუ ბავშვი ეჩვევა სამყაროს, ის ეჩვევა იმას, რომ გარდა მისი სახლისა არსებობს მთელი პლანეტა, სადაც სხვადასხვა კულტურაა და ის ეჩვევა, რომ არის ამ სამყაროს ნაწილი. ამითი ბავშვში ვითარდება წარმოსახვის უნარი.

ყველაფერი რაც საბავშვო ბაღშია გაკეთებული, არის ამერიკული სტანდარტებით შექმნილი. პრინციპში ნულამდეა დაყვანლი შესაძლებლობა ბავშვების ტრავმის, სხვადასხვა დაზიანებების და ა.შ. მაგალითად კედლებზე და ბოძებზე არის სპეციალური დამცავი მექანიზმები, რომ ბავშვმა რამე არ დაიზიანოს.

გარდა ამისა, ამ ბაღს აქვს უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები. ეს ბაღი არის ახალ უბანში, რომელიც არის აშენებული მტკვრის პირას და არის ეკოლოგიურად ძალიან სუფთა ადგილას. აქ მანქანების გამონაბოლქვი არ შემოდის, აქ არის დაცული როგორც ადამიანური რესურსით, ასევე სათვალთვალო კამერებით და ა.შ. ბაღში არის დამონტაჟებული ულტრათანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციები და კონტროლდება ჟანგბადის კონსინსტენცია, ის თუ რამდენია ჟანგბადი ჰაერში და რომ ბავშვმა მავნე ნივთიერებები არ ისუნთქოს. დამეთანხმებთ, რომ თბილისში ძალიან ბევრი ბაღი არის ქალაქის ცეტრში, სადაც მოძრაობს უამრავი მანქანა და არც ისე სუფთაა ჰაერი.

_ერთ-ერთი მთავარი მაინც არის ალბათ სწავლების მეთოდოლოგია. თქვენ აღნიშნეთ, რომ 4 ქვეყნის გამოცდილება გადმოიტანეთ, რაში მდგომარეობს სიახლე ამ თვალსაზრისით?

უნიკალურობა ამ საბავშვო ბაღის მდგომარეობს იმაში, რომ მეთოდოლოგიები, რომელიც გამოიყენება ბავშვის აღზრდის პროცესში, არის დამოკიდებული პირველ რიგში პროექტებზე. პედაგოგები არიან სპეციალურად გადამზადებული ჩვენს მიერ.და მათი მთავარი ამოცანა არის, რომ ბავშვს ასწავლონ პროექტებით მუშაობას. ყველას ექნება თავისი პროექტი, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა განავითაროს. ეს ბავშვს ასწავლის შეგეგზე ორიენტაციას. ბავშვი ეჩვევა იმას რომ მიზნის მისაღწევად მან უნდა იშრომოს და რომ ამას სჭირდება დრო.

_ყველას ექნება საკუთარი პროექტი, რომელსაც სთავაზობს პედაგოგი?

კი ყველას ექნება თავისი პროექტი, რა თქმა უნდა ამას პედაგოგები სთავაზობენ, ზოგი ჯგუფში იმუშავებს, ზოგი ცალკე. მთავარი არის ის, რომ ბავშვი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ როცა ის სწავლობს, რამეს აკეთებს, მისი შრომა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რასაც დაიწყებს ის ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს.

ეს მეთოდოლოგია გამოიყენება აშშ-ი, კანადაში, ავსტრალიაში, დიდი ბრიტანეთში და ზოგადად ეს მეთდოლოგია წამოვიდა ფინეთიდან და აითვისა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. მაგალითად ფინური განათლება, იქნება ეს საბავშვო ბაღი თუ სკოლა, მთელ მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ ბავშვებს ასწავლიან პროექტების მეშვეობით. თან სწავლა არ არის ჩვენთან მოსაბეზრებელი. ბავშვი სწავლობს და ვითარდება თამაშის დროს.

_რაც შეეხება კვებას. თქვენ განათლების მინისტრი იყავით და მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღებში ხშირად ჰქონდა და აქვს დღესაც ადგილი ჰიგიენური ნორმების დარღვევას, მათ შორის კვების თვალსაზრისით...

კვებას რაც შეეხება, ეს არის ამ საბავშვო ბაღის შემდეგი უნიკალურობა, რომლის სტანდარტი არის შემუშავებული ჩვენი ცნობილი დიეტოლოგებისა და ენდოკრონოლოგების მიერ, ბუნებრივია ქართულ სინამდვილეზე ადაპტირებული. ჩვენ ვერ ავიღებდით იგივე პროდუქტებს, რასაც მაგალითად დიდ ბრიტანეთში ჭამენ. ჩემი კონკრეტული მოთხოვნა იყო ის, რომ პროდუქტი რა თქმა უნდა არის ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ ბავშვმა ის უნდა ჭამოს. ანუ იყოს გემრიელი. ჩვენ შეიძლება მოვუმზადოთ ბოსტნეული, მაგრამ ბავშვმა ის არ ჭამოს, შესაძლოა არ უყვარდეს. ამასთან ერთად ბავშვები იქნებიან მუდმივად ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ბავშვს რომელიც ამ ბაღში მოვა, უნდა უხაროდეს და ის არ უნდა ტიროდეს. მშობელი იქნება მშვიდად, რომ ბავშვები იქნებიან დაცული ყველა თვალსაზრისით. ეს არის უნიკალური გარემო, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო ბავშვებისთის.

_სწავლების ენას რაც შეეხება?

ბუნებრივია ეს არის ქართული საბავშვო ბაღი, პედაგოგები ესაუბრებიან ქართულად. მაგრამ ასევე ჩვენ ჩამოვიტანეთ დიდი ბრიტანეთიდან უნიკალური მეთოდოლოგიები რომელიც არის შეკმნილი მაკ მილანის და პირსონის მიერ. ეს არის ყველაზე მსხვილი კომპანიები ამ სფეროში და ქმნიან ინგლისურ ენის სწავლების სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს რომელიც არის გათვლილი 3-დან 6 წლამდე ასაკის იმ ბავშვებზე ვისთვისაც ინგლისური არ არის დედა ენა. როდესაც ბავშვს 3-დან 6 წლამდე ასაკში ასწავლი უცხო ენას, შემდეგ უკვე ის ძალიან მარტივად ითვისებს ცოდნას.

გარდა ამისა, ცალკე ასწავლიან ბავშვებს მათემატიკურ უნარებს და ამისათვის ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი საუკეთესო სკოლის - კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გამოცდილებას. ჩვენ არ ვუტარებთ ბავშვებს გაკევთილებს, არამედ გართობით და თამაშით მათ ვასწავლით როგორც ინგლისურ ენას, ასევე მათემატიკურ უნარებს, რაც მათ განვითარებაში ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42