ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ თბილისში ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაივანებს
საზოგადოება - 10:19, 28 Aug, 2015     2140
მოგზაურობა დაასრულა აფხაზეთის მთავრობის მიერ შეწირულმა ხატმა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა ქართველთა და აფხაზთა შორის დაკარგული ძმობის, ერთობის, მშვიდობის, თანხმობის, ერთსულოვნების აღდგენისა და ძმათამკვლელ ომში დაღუპულთა სულების საოხად.

ხატი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დაახლოებით ერთი წელია, მოგზაურობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიებში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც დიდი რაოდენობით არიან აფხაზეთიდან დევნილები.

ნიშანდობლივია, რომ ეს მოგზაურობა ხატმა 2014 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, სოხუმის დაცემის დღეს დაიწყო.

ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გმირთა მოედანზე, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აფხაზეთის ხელისუფლებას იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სადაფის ქვისგან თლილი ჯვარი გადასცა ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვების ნიშნად.

ბოროტებაზე გამარჯვებას, მტრის მზაკვრობათა განქარვებას, წილხვედრი ერის გამთლიანებას, ქართველთა და აფხაზთა გულებში ჭეშმარიტი სინანულისა და ურთიერთმიტევების დანერგვას შესთხოვდა დედა ღვთისას ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად საქართველოს ეკლესიის მრევლი და, განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობა ქუთაის-გაენათის, ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ბათუმისა და ქობულეთის, ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამთავისისა და გორის, ალავერდის, ჭყონდიდის ეპარქიების სხვადასხვა ტაძრებში.

დღეს, 27 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაულზე, ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის დაწერილი ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაივანებს (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42