როგორც სტუდენტებმა ,,ნიუპოსტთან“ განაცხადეს, ისინი უსამართლოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად გადალახული ბარიერისა, უმაღლესი სასწავლებლის გარეშე რჩებიან.
,,600-ზე მეტი აბიტურიენტი ვართ, ვინც გადავლახეთ ბარიერი და ვარ მოვხვდით ვერცერთ უნივერსიტეტში, მიგვაჩნია, რომ ეს უსამართლობაა“ - აცხადებს მარიამ ხაჩიძე, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბარიერი გადალახა და უნივერსიტეტში ვერ მოხვდა. მარიამს პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ეწერა, შემდეგ ილიაუნი. გოგონა ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ პრიორიტეტი უფასო სასწავლებლებზე ჰქონდა გაკეთებული, ხოლო შემდეგ ფასიანზე.
,,ჩვენ დავუშვით ის შეცდომა რომ უცოდინრობის გამო თუ როგორ უნდა დაგველაგებინა უნივერსიტეტები აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში მართალია გაგვაფრთხილეს, მაგრამ არც არავის უსწავლებია თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით მგონი ეს არარის ჩვენი ბრალი“.
ერთ-ერთი ასეთი აბიტურიენტი ხატია დევსურიშვილია, რომელსაც პირველი ასევე თსუ ეწერა და შემდეგ ილიაუნი.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ 1800 ადგილია ვაკანტური. მათი თქმით, ამ მოთხოვნით მიმართეს განათლების სამინისტროს ერთიანი გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თუმცა უარი მიიღეს.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ამტკიცებენ, რომ მეორადი ჩარიცხვების გაუქმების შესახებ აბიტურიენტების ინფორმირება ინტენსიურად ხდებოდა, რის გამოც მის აღდგენას არ აპირებენ.
როგორც აბიტურიენტები ამბობენ, ისინი იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ, თუმცა იმდენად მაღალი ქულები მიიღეს, რომ მათ ვერ წარმოედგინათ უმაღლესი სასწავლებლის გარეშე თუ დარჩებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






