შსს პრესცენტრის ცნობით, „მედიით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელზეც იკვეთება შს სამინისტროს ეთიკის კოდექსის დარღვევის მომენტები, ანუ ეთიკის კოდექსის თანახმად პოლიციელს ეკრძალება უნიფორმაში ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარების ადგილზე ყოფნა, შს სამინისტროს გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო“.
„კვირას, არასამუშაო დღეს, ვიმყოფებოდი ბახმაროში დასასვენებლად ოჯახთან ერთად, ჩემი მეგობრები, რომლებიც პოლიციაში მუშაობენ, არასამუშაო საათებში ვახშამზე დავპატიჟე ჩემთან სახლში, სადაც სამახსოვრო სურათები გადავიღეთ. რადგან ფეისბუქ გვერდი უცხო პირებისთვის დახურული მეგონა, ერთმანეთისთვის გასაზიარებლად დავდე ეს ფოტოები. არც ერთ ჩემ სტუმარს და არც მე ამით კანონი არ დაგვირღვევია. ღამის 12 საათი იყო, ზუსტად ნახევარი საათი შეყოვნდნენ და უკან ბათუმში დაბრუნდნენ.“ - აცხადებს ჭელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






