თბილისის გენერალური გეგმის საკონკურსო წინადადებების განხილვაში კომპანია PWC ჩაერთვება
საზოგადოება - 21:03, 25 Aug, 2015     1593
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers) ჩაერთვება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, 09:30 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მერი დავით ნარმანია და PWC-ს წარმომადგენელი პრესკონფერენციას გამართავენ.

PWC მონაწილეობას მიიღებს საკონკურსო კომისიის სხდომებში, დაესწრება პრეზენტაციების განხილვებს, ჩაერთვება გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში.

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური PWC-სთან ერთად შეიმუშავებს გამარჯვებულ ჯგუფთან დასადები კონტრაქტის ფორმას. PricewaterhouseCoopers-ი გეგმარებითი დავალების სრულყოფაში დახმარებას გაუწევს როგორც გამარჯვებულ კონკურსანტებს, ისე, არქიტექტურის სამსახურს.

პრესკონფერენციის დასრულებისთანავე გაიმართება კონკურსანტთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც შემდგომ გახდება საჯარო და აიტვირთება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე - www.tas.ge.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გრძელვადიან პერიოდში დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად, სტრატეგიულ ხედვისა და პრიორიტეტების განხორციელების გზების განსაზღვრის მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსი 19 მაისს გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს როგორც საქართველოს, ისე, სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა. ამის შემდეგ კომისიის ყველა წევრს, განსახილვევლად დაეგზავნა შემოსული თერთმეტივე საკონკურსო წინადადება.

კომისიის წევრები არიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა კავშირის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასების შედეგად გამოავლინოს 3 (სამი) გამარჯვებული.

წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს: I ადგილისათვის - 50 000 ლარს, II ადგილისათვის - 30 000 ლარს, III ადგილისათვის - 20 000 ლარს.

გამარჯვებულ კონკურსანტთან, რომელსაც მიენიჭება I ადგილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების მიზნით, გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების ფასი, შესრულების ვადა და ხელშეკრულების სხვა პირობები განისაზღვრება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების შესაბამისად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42