კომისიის დებულების თანახმად, კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ 2თვეში ერთხელ მაინც, სამუშაო ჯგუფის სხდომას სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იწვევს საჭიროებისამებრ,მაგრამ თვეში ორჯერ მაინც, ხოლო სარედაქციო ჯგუფის სხდომები კი მოიწვევა საჭიროებისამებრ.
კომისიისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მანდატისა და საზოგადოებაში არსებული მაღალი მოლოდინისგათვალისწინებით განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც კომისია საკუთარ საქმიანობაში არ არის საკმარისადაქტიური. კომისიის წევრთა პასიურობის პრობლემაზე საკუთარ გამოსვლაში მიუთითა კომისიის თავმჯდომარემ,ბატონმა დავით უსუფაშვილმა.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდნონ იმ ძალზედ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაცსაკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქვია და გამოიჩინონ მეტი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.
იხილეტ სრულად : https://idfi.ge/ge/how-active-is-the-state-constitutional-commission
მასალის გამოყენების პირობები






