რუსი ეკონომისტი და ანალიტიკოსი იური ნიკოლაევი მიიჩნევს, რომ რუსული რუბლი უფსკრულში ვარდება:
„აქვს თუ არა "ფსკერი" რუბლის დაცემას? პრობლემა იმაშა, რომ არა! ან ეს ისეთი ფსკერია, რომელიც მუდმივად ფეხქვეშ გეცლება. თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ადრე თუ გვიან ნავთობის ფასის ვარდნა შეწყდება და სიტუაცია გამოსწორდება - ძალიან ცდება. ცხადია ნავთობის ფასი ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება - მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე, ის 30-40 დოლარის დიაპაზონში შეჩერდება.
ასე რომ, ნავთობის დაცემას აქვს "ფსკერი", მაგრამ ეს არ ნიშნავს რუბლის "ფსკერს". რუსულ ვალუტაზე ამას გარდა კიდევ სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორებიც მოქმედებს, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა. ვგულისხმობ გეოპოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა სანქციები, კრიზისები და აშ, ისევე როგორც რუსეთის ჩამორჩენილ ეკონომიკას, რომელიც ძირითადად ნედლეულის რეალიზაციაზეა დამოკიდებული.
შესაბამისად, ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე გაჩერდება, მაგრამ სხვა ფაქტორებიისევ ისე მოახდენენ უარყოფით გავლენას რუბლზე როგორც დღეს ახდენენ.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღესვე რომ დაიწყოს სტრუქტურული რეფორმები, ისინი ასეთ სწრაფ ეფექტს ვერ მოახდენენ, მათი სპეციფიკა იმაშია, რომ შედეგს დრო სჭირდება. რუსეთმა დაკარგა დრო და 25 წელი არ გადავიდა ნედლეულზე დამოკიდებულ ეკონომიკიდან მარალტექნოლოგიურ, წარმოებით ეკონომიკაზე და შესაბამისად, ახლა იგივე პროცესსდიდი დრო დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეცესია იქნება არამარტო წელს, არამედ შემდეგ წლებშიც. ჩემი აზრით, კრიზისი ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება,“ - წერს ნიკოლაევი.
მასალის გამოყენების პირობები






