,,ბევრი ვიგინე, როცა ჰარამხანაში მოვხვდი... გამახსენდა, რას უშვრებოდნენ ჩვენს ქალებს“ - ალეკო ელისაშვილი
საზოგადოება - 13:12, 24 Aug, 2015     4664
რას ჰყვება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამერიკული არდადეგების შესახებ, რატომ ვერ იცხოვრებდა ის აშშ-ში, როგორ მოხვდა ჰარამხანაში და რა შარში გაყო თავი. რატომ ვერ იცხოვრებდა დეპუტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში - ამონარიდი ინტერვიუდან:

_ზოგს კი ჰგონია ის დღეები, რაც ამერიკაში გავატარე არდადეგები, სინამდვილეში, ძალიან კარგი 22-დღიანი სასწავლო პროგრამა იყო – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კურსი ქალაქების მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვით საკითხებზე. ხუთ ქალაქში მოგვიწია მუშაობა ისეთ საკითხებზე, რაც ჩემთვის საინტერესოა. პირველად ვიყავი ამერიკაში და იმედია, უკანასკნელად. ევროპაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ამერიკაში აქამდე რომ ვერ მოვხვდი, ეტყობა, ზოდიაქო მიშლიდა ხელს (იცინის).

– რატომ უკანასკნელად? არ მოგეწონა ამერიკული ვოიაჟი?

– ძალიანაც მომეწონა, თუმცა ეს არაა ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებდი. ისედაც ვერსად ვძლებ, მაგრამ ამერიკაში, მით უფრო... ძალიან კაპიტალისტური ქვეყანაა, თუმცა მაინც კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ვნახე საოცარი, საინტერესო მუზეუმები. მომეწონა ამერიკელების წესი – წინასწარ მსჯელობა ყველაფერზე. ჩვენთან ხომ პირიქითაა, ჯერ გადაწყვეტილებები მიიღება, მერე იწყება ჩხუბი და დავიდარაბა. კიდევ მომეწონა ისიც, რომ სადაც არ უნდა შეხვიდე, ნებისმიერ ოფისში, სახლში, გამარჯობის თქმის შემდეგ, ტუალეტისკენ მიგითითებენ. ეს ძალიან კარგია. ჩვენთან ხომ სირცხვილია, საპირფარეშო იკითხო. სანამ არ გადაფიჩინდები და ცრემლები არ წამოგივა, შენც გერიდება ჰკითხო მასპინძელს, სად აქვს ტუალეტი. იმას ხომ საერთოდ არ აფიქრებს ეს. შესაძლოა, საიდანმე შერცხვენილი და თავმოჭრილი გამოხვიდე, რაც ამერიკაში არ მოხდება. აი, ეს ორი რამ ძალიან მომეწონა (იცინის). ჩემი ინტერესი უფრო აღმოსავლეთის ქვეყნებია – რამდენიმე ქვეყანაში, რაც მე მაინტერესებს, ახლა მტერი თუ წავა, თუმცა სულ მინდოდა, მენახა ირანი, ისრაელი. მაინტერესებს იორდანია, ცენტრალური აზია: უზბეკეთი. მე მიზიდავს ის ქვეყნები, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა. მაგალითად, ძალიან აღტაცებული ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი სტამბულში – დადიხარ, ნახულობ სულთნის სასახლეს, სადაც ვიღაც ტიპები შენი ქვეყნის ბედს წყვეტდნენ: აბა წავედით, სეირი ვაჩვენოთ გურჯისტანსო და მოდიოდნენ. ბევრი ვიგინე, როცა ჰარამხანაში მოვხვდი და გამახსენდა, რას უშვრებოდნენ ჩვენს ქალებს. მაინტერესებს სამარყანდი, სადაც ის მუდრეგი თემურ ლენგი იდგა, თუმცა სად იდგა? ნეტავ, მდგარიყო და არ ერბინა იმ ცხენით აღმა-დაღმა. მაინტერესებს, როგორ ჩანს საქართველო ისპაჰანიდან ან სამარყანდიდან. მაინტერესებს რა ემოციები გამიჩნდება იქ.

ჟურნალი ,,თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42