შემდეგი წლები იქნება უარესი, პირველ რიგში ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის- ზურაბ ჯაფარიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:39, 24 Aug, 2015     2884
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ლარი ისევ უფასურდება. ამას 2 მნიშვნელოვანი შედეგი ექნება:

1. კვლავ დააზარალებს მათ ვისაც სესხი აქვთ დოლარში, ახორციელებენ იმპორტს ან ფიქსირებული შემოსავალი აქვთ ლარში (პენსიონერი, სოც. დაუცველი, სახ. შემწეობაზე მყოფი დევნილი, დაქირავებული შრომით დაკავებული და სხვა)

2. კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს გახდის 3 წლის განმავლობაში ისედაც სერიოზულ გაურკვევლობაში აღმოჩენილ ეკონომიკურ გარემოს, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს, ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას, ნაკლებ ახალ სამუშაო ადგილებს და ა.შ., რაც თავის მხრივ ნიშნავს კიდევ უფრო გაუარესებულ ყოფას მოქალაქეებისთვის

ხელისუფლება კი ამ დროს (მალე 2 წელი შესრულდება) დაკავებულია ხელცქვიტობით - ეძებს განტევების ვაცს, რომ 'ხალხის რისხვა' მისკენ მიმართოს და შედეგად შეამციროს საკუთარი პოლიტიკური ზიანი

გაცხადებული გეგმებიდან არც ერთი არ შესრულდა: პრივატიზაცია ჩავარდა, ე.წ. 'ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები' ჩავარდა, ე.წ. 'ქამრების შემოჭერა' კი არც დაწყებულა

სინამდვილეში მიზეზის ძებნას დიდი აზრი არ აქვს (შიდა, გარე, შუა...). გასაკეთებელი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია - ეკონომიკის შემდგომი გათავისუფლება და ეკონომიკური გარემოს დასტაბილურება

ეს რომ გაგვეკეთებინა 2014-ში - დღეს გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა

ეს რომ გაგვეკეთებინა 2013-ში - დღეს შეიძლება პრობლემა საერთოდ არ გვქონოდა

თუ ამას არ გავაკეთებთ ახლა და ეკონომიკა კვლავ კოლექტიური 'ღარიბაშვილ-საგანელიძის' მართვის ქვეშ დარჩება - შემდეგი წლები იქნება უარესი, პირველ რიგში ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის

თუმცა გვექნება ჰიპოთეტური 'სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი', ჰიპოთეტური 'ინკლუზიური ზრდა', ჰიპოთეტური 'შეუქცევადი აღმავლობა', ჰიპოთეტური 'აყვავებული სოფელი' და, რაც მთავარია - რეალური სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42