რას წარმოადგენ „მულტიპლექსი“, რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს?
საზოგადოება - 10:48, 24 Aug, 2015     2470
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბათუმში თანამედროვე ევროსტანდარტებით აღჭურვილი ნავთობგადმამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება, პროექტი ხორციელდება კომპანია „მულტიპლექსის“ მიერ.

“პალიტრა“ შეეცადა კომპანია „მულტიპლექსის“ და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა.

“პალიტრა“ წერს, რომ შვეიცარიული კომპანია „მულტიპლექს-ჯგუფი“ 2008 წლიდან საქართველოში იწყებს აქტიურ მოღვაწეობას. განხორციელდა თბილისის წყლის პრივატიზაცია (“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”). დღემდე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ში ინვესტირებულია 200 მილიონ აშშ დოლარამდე.

2014 წელს კომპანიის 25% შეიძინა “საქართველოს ბანკმა”, ამჟამად მიმდინარეობს მზადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებისთვის.

2011 წელს კომპანია “მულტიპლექსმა” აშშ სახელმწიფო განვითარების საინვესტიციო ინსტიტუტთან (OPIC) ერთად განახორციელა სამაცივრე მეურნეობების პროექტი, კერძოდ ქ.ფოთში 15000 ტონა მოცულობის და ქ. თბილისში 5000 ტონა მოცულობის.

კომპანია საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს სატრანსპორტო-საჰაერო-საზღვაო-სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით. გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახორციელებს ბაქოს ჰოვსანის პორტის ოპერირებას და საკუთრებაში აქვს კონტეინერმზიდი გემი. ასევე ახორციელებს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საკონტეინერო ტერმინალის „კასპიან გლობალის“ ოპერირებას.

„მულტიპლექს ჯგუფი“-ს სახელი დაკავშირებულია აგრეთვე ჩინურ-ყაზახური „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტთანაც, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი გახდება და „მულტიპლექსი“ აქტურად არის ჩართული ამ პროექტის ტრანსკასპიურიმიმართულების დერეფნის განვითარებაში.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება უმსხვილეს ფრანგულ საინვესტიციო და სამრეწველო ჰოლდინგ Bollore-სთან, რათა ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ერთობლივად უზრუნველყონ ევროპიდან ქართული პორტების გავლით, ტრანზიტული ტვირთების მიწოდება ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრებისთვის და ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან მომავალი ტვირთების მიწოდება ევროპული ქვეყნების ბაზრებისთვის.

კომპანია „მულტიპლექს ჯგუფის“ სახელი ასევე უკავშირდება საქართველოში უმსხვილესი ფრანგული კომპანიების Vinci-სა და Veritas-ის წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას. Vinci ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია კონცესიისა და მშენებლობის მიმართულებით. ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, კერძო და სახელმწიფო შენობა-ნაგებობების, ქალაქის მოწყობის, წყალგაყვანილობისა და ელექტრომომარაგების სისტემების პროექტების დაგეგმარება-განხორციელებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება Veritas-ს, ის მსოფლიო დონის ინსპექციისა და სერტიფიცირების ფრანგული კომპანიაა, რომელიც გემებისა და ტვირთების სამრეწველო აუდიტს, ტექნიკურ შემოწმებასა და ზედამხედველობას ახორციელებს და გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ადგენს ხარისხის სტანდარტებს. როგორც „პალიტრისთვის“ გახდა ცნობილი, კომპანიებს ერთობლივად აქვთ დაგეგმილი საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

„ეს არის სავარაუდო ინფორმაცია კომპანია “მულტიპლექსი” -ს შესახებ , რაც ამ დროისათვის შევძელით მოგვეპოვებინა და მკითხველისთვის მიგვეწოდებინა“, - წერს „პალიტრა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42