,,კომპანია, რომელიც ავტობანს აშენებდა, მოუსუფთავა ეს ტერიტორია, ორთვიანი კვლევები ჩაატარა, ამის შემდეგ მიეცა საშუალება ავტობანის მშენებლობა გაგრძელებულიყო. სწორედ ამ პერიოდში დაზიანდა და განადგურდა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ფენები, თუმცა მაშინ ვახტანგ ლიჩელს არ მოუთხოვია არც დაფინანსება. ერთ დილით აღმოაჩინა ეს უძველესი წარწერა და შუადღეს თქვა, რომ ფული აღარ აქვს, რომ გათხაროს, მოითხოვა 400 000 ლარი, რაზეც უცებ მიიღო კულტურის სამინისტროდან თანხმობა“ - აცხადებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე.
,,პროფესორი ვახტანგ ლიჩელი არის კომპანია RMG GOLD-ის ჯიბის არექოლოგი და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მაშინ, როცა მან არაფრად ჩააგდო 9-წლიანი ქართულ-გერმანული ექსპედიციის ნაშრომები, წამყვანი ქვეყნების არქეოლოგიური დასკვნები, აგრეთვე გერმანიის ავტორიტეტული ლაბორატორიების დასკვნები და ურცხვად განაცხადა, რომ საყდრისი არ იყო არაფერი. აქედან გამომდინარე იყო, რომ მას როგორც არქეოლოგს რეპუტაცია შეელახა არქეოლოგიურ და ზოგადად აკადემიურ წრეებში“ - აცხადებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






