მოსახლეობის დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 23 Aug, 2015     1168

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახებისა და მრავალწლოვანი ნარგავების გადარჩენა. შესაბამისად, ახალგაზრდა ვენახების/მრავალწლოვანი კულტურების შეძლებისდაგვარად აღდგენა/რეაბილიტაციისა და სრულმსხმოიარე ვენახების/მრავალწლოვანი ნარგავების პროფილაქტიკის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონების მოსახლეობას სპილენძის შემცველ პრეპარატებს გამოუყოფს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან მოსახლეობას, ვისაც მფლობელობაში 5 ჰა-მდე ფართობის ვენახი/მრავალწლოვანი ნარგაობა აქვს, რაიონებში არსებულ აგრომაღაზიებში 1 ჰა ფართობზე 65 ლარის ღირებულების პრეპარატების მიღება შეეძლებათ. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01. დაზარალებულ მოსახლეობაზე სპილენძის შემცველი პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიებით მოხდება.

მოსახლეობის ხელშეწყობისა და ზარალის რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სექტემბრის თვიდან აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებებს განახორციელებს. გაიზრდება სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება და ნაცვლად 60 %-ისა, სახელმწიფო სადაზღვევო პრემიის 70 % დააფინანსებს.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, სტიქიით შედეგად მიღებულმა ზარალმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აგროდაზღვევას ალტერნატივა არ აქვს. მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამიინისტრო კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს აგროდაზღვევის პროგრამის სტიმულირებას და განვითარებას.

სამინისიტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ აგროდაზღვევის პროექტში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42