როგორც ირაკლი გვარამაძე ჰყვება ის კუს ტბაზე 3 მეგობართან ერთად იმყოფებოდა, კუს ტბიდან წამოსვლისას, როდესაც ისინი პარკინგზე გაჩერებულ მანქანაში სხდებოდნენ სროლის ხმა გაიგონეს. მისი თქმით, მათ თავდაპირველად შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ეს ფეირვერკების გასროლის ხმა იყო და იმის გამო რომ რამე არ მოხვედროდათ აღნიშნული ტერიტორია დატოვეს. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მან შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერა და დასათვალიერებლად გარეთ გადავიდა. შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ ავტომობილს 5 ნატყვიარი ჰქონდა. გვარამაძის თქმით, ამის შემდეგ ის პოლიციას დაუკავშირდა.
როგორ ირაკლი გვარამაძე „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნავს, ის რომ სროლა მათი მისამართით განხორციელდა, ცხადი ხდება იმ გარემოებიდან, რომ მათ გარდა პარკინგზე მხოლოდ ერთი მანქანა იდგა. თუ ვინ ისროდა მათი მიმართულებით, ავტომობილში მსხდომებს არ დაუნახავთ, რადგან სროლა ტყის მხრიდან განხორციელდა, ავტომობილი კი ისეთ მდგომარეობაში იყო გაჩერებული, რომ მასში მსხდომი მგზავრების სტადიონს ხედავდნენ და ტყის მხარე მათ ზურგსუკან იყო. გვარამაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, იმ ტერიტორიას, სადაც ავტომობილი იდგა, სათვალთავლო კამერაც აფიქსირებს.
ირაკლი გვარამაძე აღნიშნული ინციდენტის მიზეზს ვერ ასახელებს, მისი თქმით, ის რაიმე სახის კონფლიქტში გარეული არაა და შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მის მიმართ განხორციელებულ შურისძიება ვერ იქნება.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გვიან ღამოთ მოხდა. მომხდარს ადასტურებს შს სამინისტრო, როგორც უწყების პრესსმსახურში ,,ნიუპოსტს“ განუცხადეს მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები